სასტუმრო ირისეს აღწერილობა:
სასტუმრო „ირისე“ მდებარეობს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან 300 მეტრის მოშორებით. სასტუმროში თქვენ გელით 15 კომფორული სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, კონდიცირებით, საკაბელო ტელევიზიით, მაცივრებითა და თმის საშრობით. სტუმრების განკარგულებაშია ასევე საბანკეტო დარბაზი და რესტორანი „ქეიფ-თაუნი”. ჩვენი ყურადღებიანი მომსახურე პერსონალის თავაზიანი დამოკიდებულება, მაქსიმალურად კომფორტულს გახდის თქვენს სტუმრობას სასტუმროში „ირისე“. მობრძანდით ჩვენთან და იგრძენით თავი როგორც საკუთარ სახლში!