бѓ›бѓ”бѓњбѓ˜бѓЈ
intro
სრულდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში

სრულდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში

ტური დავით გარეჯის მონასტერში-3
ტური დავით გარეჯის მონასტერში-4
ტური დავით გარეჯის მონასტერში-1
ტური დავით გარეჯის მონასტერში-2

ტურის ხანგრძლივობაა 6-7 საათი. ტური განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს კახეთის რეგიონში არსებულ დავით გარეჯის უნიკალურ მონასტერს, რომელიც აგებულია ერთ-ერთი ასურელი მამის მიერ და რომელსაც არაერთი საინტერესო ისტორიული მოვლენა უკავშიდება. ტურის ფარგლებში ჩვენ ასევე ვისადილებთ პროვინციული სტილის კახურ რესტორანში და დავაგემოვნებთ ტრადიციულ კახურ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ტური დავით გარეჯის მონასტერში-3
ტური დავით გარეჯის მონასტერში-4
ტური დავით გარეჯის მონასტერში-1
ტური დავით გარეჯის მონასტერში-2
  • დილის საათებში გავემგზავრებით დავით-გარეჯის მონასტრის მიმართულებით; (მონასტერი აგებულია ერთ-ერთი ასურელი მამის მიერ VI საუკუნეში)
  • დაახლოვებით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით მონასტერს და დეტალურად დავათვალიერებთ მას; (მონასტერი გამოირჩევა თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და საინტერესო არქიტექტურით)
  • მონასტრის დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით სატრანსპორტო საშუალებაში და გავემგზავრებით რესტორნის მიმართულებით;
  • სადილი რესტორანში;
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისიში.

  • საჭირო აღჭურვილობა: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მცირე ზომის ჭურჭელი წყლისათვის, მზისგან თავდაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • სიარულის ხანგრძლივობა: 1-2 საათი;
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 2-3 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით საშუალო კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებსა და მცირე საფეხმავლო ლაშქრობას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. ლაშქრობა იოლი ტიპისაა და მას განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ სჭირდება.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტირება: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური პრივატული მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლიკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ლიმონათი და მინერალური წყალი) ტურისტები ისადილებენ კახური პროვინციული სტილის რესტორანში სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

  “სრულდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში“
ტურის ხანგრძლივობა: 6-7 საათი
ტურის გამართვა რეკომენდირებულია: მთელი წლის განვმავლობაში
ტურისთვის საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მცირე ზომის პლასტიკატის ჭურჭელი წყლისათვის, მზისგან დაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
ტურის მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა: 3-დან 50 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება;
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი;
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური კურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში.

ტურის საფასურში გათვალისწინებული არ არის: • ალკოჰოლური სასმელები;
• სამოგზაურო დაზღვევა.
ტურის ღირებულება: (თითო მონაწილეზე) 3-5 მონაწილე - 375 ₾
6-10 მონაწილე - 260 ₾
11-15 მონაწილე - 235 ₾
16-20 მონაწილე - 215 ₾
21-25 მონაწილე - 197 ₾
26-30 მონაწილე - 185 ₾
31-35 მონაწილე - 170 ₾
36-40 მონაწილე - 157 ₾
41-50 მონაწილე - 145 ₾