ჩვენს შესახებ:
ტურისტული კომპანია „ელიტ თრეველ ჯორჯია“ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე 2009 წლიდან მუშაობს. კომპანია საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორებს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. კომპანია „ელიტ თრეველ ჟორჯია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ესა თუ ის საგზური, დაჯავშნოთ სასტუმრო ან დაუკვეთოთ სხვადასხვა სახის საქმიანი ღონისძიების ორგანიზება პირდაპირ ჩვენი ვებ-გვერდიდან - online რეჟიმში. კომპანია „ელიტ თრეველ ჟორჯია“ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:
1. ექსკლუზიური ტურები და ექსკურსიები საქართველოში;
2. სასტუმროების დაჯავშნა;
3. სრული სატრანსპორტო მომსახურება;
4. კონფერენციების, სემინარებისა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება.
1. ტურები და ექსკურსიები საქართველოში:
კომპანია „ელიტ თრეველ ჟორჯია“ გთავაზობთ შემდეგი თემატიკის ტურებს:
• მოკლე ტურები და ექსკურსიები საქართველოში;
• კულტურულ-შემეცნებითი ტურები საქართველოში;
• საფეხმავლო ლაშქრობები საქართველოში;
• ტურები საქართველოს ზაფხულის კურორტებზე;
• ტურები საქართველოს ზამთრის კურორტებზე;
• ეკო ტურები საქართველოს ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებში;
• ღვინის ტურები საქართველოში;
• საცხენოსნო ტურები საქართველოში;
• ტურები ტაო-კლარჯეთსა და კაბადოკიაში;
• წყალჯომარდობა საქართველოში.
ჩვენს მიერ დამუშავებული ტურები და საგზურები ითვალისწინებს ნებისმიერ ასაკობრივ და თემატურ ასპექტებს. ამ მხრივ ჩვენი ტურებით შეიძლება დაინტერესდნენ მოგზაურობის როგორც ახალგაზრდა მოყვარულები, ისე შუა ხნის ადამიანები. რაც შეეხება ტურების მრავალფეროვნებას: ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ასორტიმენტში შესაძლებლობა გექნებათ სრულად შეიგრძნოთ საქართველოს ბუნების მომხიბლაობა, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობა, ყოფითი და ეთნოგრაფიული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის განუმეორებელი ხიბლი, ქართული სამზარეულო, ფოლკლორი და სუფრის უძველესი წეს-ჩვეულებები. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სანახაობა, საკვები თუ მომსახურება კი ეფუძნება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებისა და ეკოლოგიური სისუფთავის პრინციპებს. ტურებს მოემსახურება მაღალკვალიფიციური პერსონალი და ლუქს-კლასის სატრანსპორტო საშუალებები. ტურების პროგრამის ფარგლებში კი ტურისტების განთავსება მოხდება საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების შესაბამის საოჯახო და ქსელურ სასტუმროებში.
2. სასტუმროების დაჯავშნა:
კომოპანია „ელიტ თრეველ ჟორჯია“ წარმოადგენს საქართველოში არსებული სასტუმროების სრული უმრავლესობის სტაბილურ პარტნიორს. ჩვენი კომპანიის კლიენტებისა და პარტნიორებისათვის სასტუმროებში ვრცელდება მაშტაბური ფასდაკლება როგორც სასტუმროების ნომრებზე, ისე მათ საკონფერენციო რესურსებზე.
3. სატრანსპორტო მომსახურება:
კომპანია „ელიტ თრეველ ჟორჯია“ თავის კლიენტებს და პარტნიორებს სთავაზობს სრულ სატრანსპორტო მომსახურეობას: ტრანსფერებს აეროპორტიდან სასტუმროში და სასტუმროდან აეროპორტში, გადაადგილებას ლუქს კლასის ლიმუზინებითა და მიკროავტობუსებით. თქვენს განკარგულებაში შემდეგი კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები:
• ეკონომიური კლასის ტრანსპორტი (EDAR);
• კომპაქტური კლასის ტრანსპორტი (CDAR);
• საშუალო ზომის მსუბუქი ტრანსპორტი (IDAR);
• საშუალო ზომის მაღალი განმავლობის ტრანსპორტი (IFAR);
• სრული ზომის მაღალი განმავლობის ტრანსპორტი (FFAR);
• საშუალო ზომის მიკროავტობუსი (15 ადამიანის ტევადობის);
• სრული ზომის ავტობუსი (43 ადამიანის ტევადობის).
სატრანსპორტო საშუალების შეკვეთა-დაქირავება შესაძლებელია როგორც მძღოლთან ერთად, ისე მის გარეშე.
4. კონფერენციებისა და საქმიანი ღონისძიებების ორგანიზება:
კომპანია „ელიტ თრეველ ჟორჯია“ გთავაზობთ სხვადასხვა სახის საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოში, მომსახურების სრული პაკეტით. თქვენს საშუალება გაქვთ დაუკვეთოთ შემდეგი სახის ღონისძიებები:
• კონფერენცია;
• სემინარი;
• საქმიანი შეხვედრა;
• კონფიდენციალური სახის საქმიანი შეხვედრა;
• საქმიანი შეხვედრა კომბინირებული პროგრამით (საქმიანი და ტურისტული ღონისძიებების გაერთიანებით).