бѓ›бѓ”бѓњбѓ˜бѓЈ
intro
საფეხმავლო ტური თბილისში

საფეხმავლო ტური თბილისში

საფეხმავლო ტური თბილისში-7
საფეხმავლო ტური თბილისში-6
საფეხმავლო ტური თბილისში-7
საფეხმავლო ტური თბილისში-8
საფეხმავლო ტური თბილისში-4
საფეხმავლო ტური თბილისში-7

ტურის ხანგრძლივობაა 3 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას „მოკლე ტურები და ექსკურსიები“. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოს დედაქალაქ თბილისს. ტურის პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც დედაქალაქის ძველი უბნების, ისე ძეგლებისა და ტაძრების დათვალიერება. ტური იდეალურია უცხოელი სტუმრებისათვის უმოკლესი დროის მონაკვეთში დედაქალაქის გასაცნობად და მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

ტურის პროგრამა:
საფეხმავლო ტური თბილისში-7
საფეხმავლო ტური თბილისში-6
საფეხმავლო ტური თბილისში-7
საფეხმავლო ტური თბილისში-8
საფეხმავლო ტური თბილისში-4
საფეხმავლო ტური თბილისში-7
  • საფეხმავლო ტურს დავიწყებთ რესპუბლიკის მოედნიდან, მოკლედ მიმოვიხილავთ სასტუმრო „რედისონი“-ს მიმდებარე ტერიტორიას და გავემართებით ქალაქ თბილისის მთავარი-რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისაკენ;
  • თავისუფლების მოედნის დათვალიერება;
  • ხელოვნების მუზეუმის დათვალიერება; (მუზეუმში წარმოდგენილია როგორც ცნობილი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უძველესი ნივთები და ეროვნული საგანძური)
  • ხელოვნების მუზეუმის მონახულების შემდეგ გადავინაცვლებთ ძველი თბილისის ტერიტორიაზე;
  • ანჩისხატის ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება;
  • ერეკლე მოერეს ქუჩისა და თავისუფლების ხიდის მონახულება; (ქუჩა ცნობილია მრავალფეროვანი სუვენირების მაღაზიებითა და გალერეებით)
  • შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების მონახულება; (ქუჩები 2006 წელს რესტავრირდა და დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. ქუჩები გამოირჩევა ევროპული და აზიური არქიტექტურის საინტერესო ნაზავითა და მრავალრიცხვოვანი კაფე-ბარებით, რაც მათ კოლორიტულსა და ტურისტებისათვის საინტერესოს ხდის)
  • შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების შორიახლოს მდებარეობს ძველი თბილისის არქიტექტურისათვის ყველაზე დამახასიათებელი ადგილი ”აბანოთუბანი”, სადაც მოვინახულებთ გოგირდის მრავალფეროვან აბანოებსა და ნარიყალას ციხეს. (ციხე განთავსებულია შემაღლებულ ადგილას საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედი დედაქალაქზე)
  • ტურის მიწურულს კი ვეწვევით მეტეხის ეკლესიას, რომელიც დედაქალაქ თბილისის სიმბოლოს წარმოადგენს.

    საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
    ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 3-4 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: "მოკლე ტურები და ექსკურსიები".

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტურის დროს მისი მონაწილეები ფეხით შემოივლიან დედაქალაქ თბილისის თითქმის ყველა ძირითად ნაწილს და მოინახულებენ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

სამოგზაურო დეტალები:

  "საფეხმავლო ტური თბილისში"
ტურის ხანგრძლივობა: 3 საათი
ტურის გამართვა რეკომენდირებულია: მთელი წლის განვმავლობაში
ტურისთვის საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი
ტურის მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა: 3-დან 50 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:

• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი;
• კვალიფიცური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში.

ტურის საფასურში გათვალისწინებული არ არის: • კვება;
• სამოგზაურო დაზღვევა.
ტურის ღირებულება: (თითო მონაწილეზე)

3-5 მონაწილე - 160 
6-10 მონაწილე - 120 ₾
11-15 მონაწილე - 105 ₾
16-20 მონაწილე - 100 ₾
21-25 მონაწილე - 90 ₾
26-30 მონაწილე - 80 ₾
31-35 მონაწილე - 65 ₾
36-40 მონაწილე - 55 ₾
41-50 მონაწილე - 50 ₾