საქართველოს სატრანსპორტო სისტემა:
მგზავრობა თვითმფრინავით: გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით საქართველოში ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მოხევდრა არის შესაძლებელი, იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო. ცენტრალური ევროპიდან ფრენას 3-4 საათი ესაჭიროება. პირდაპირი ფრენები თბილისში ხორციელდება შემდეგი ქალაქებიდან: აქტაუ, ალმა-ატა, ამსტერდამი, ათენი, ბაქო, დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, დუბაი, ფრანკფურტი, სტამბოლი, ხარკოვი, კიევი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, პარიზი, პრაღა, რიგა, თელ-ავივი, ვენა და ერევანი. ყოველდღიური ფრენები ხორციელდება კიევიდან, მიუნხენიდან, სტამბოლიდან და ბაქოდან. სხვა ქალაქებიდან კი ფრენები სრულდება ორ, სამ ან ოთხჯერ კვირაში. საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ავიაკომპანიების მომსახურებით: ეარბალტიკი;აირზენა – საქართველოს ავიახაზები;აეროსვიტი;არკია;არმავია;ავსტრიის ავიახაზები;აზალი – აზერბაიჯანის ავიახაზები;ბელავია – ბელარუსიის ავიახაზები;ბიემაი – ბრიტანეთის ავიახაზები;ჩეხეთის ავიახაზები;ლუფტჰანზა;ყაზახეთის ავიახაზები;სქაი ჯორჯია;თურქეთის ავიახაზები;უკრაინის ავიახაზები.მგზავრობა ავტობუსით: ბაქოდან, სტამბოლიდან, ანკარადან, ტრაპზონიდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით ავტობუსები გამოდის ყოველ დღე. ათენიდან ავტობუსები საქართველოს მიმართულებით გამოდის კვირაში რამდენიმეჯერ. ავბობუსები გამოდის ზემოთ დასახელებული ქალაქების მთავარი ავტოსადგურებიდან, სადაც შეიძლება დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება განრიგებისა და ბილეთების ღირებულების შესახებ. მგზავრობა მატარებლით: რკინიგზა საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთთან აკავშირებს. მატარებლები ბაქოდან გამოდის ყოველ დღე. ბილეთის ფასი მერყეობს 40-დან 50 დოლარამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.railway.geმგზავრობა მანქანით: საქართველოში მსუბუქი ავტომობილით მოხვედრა შესაძლებელია როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან. ისტორიულად ცნობილი აბრეშუმის გზა სწორედ საქართველოზე გადის. ქვეყანას ავტომაგისტრალები აკავშირებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. მგზავრობა ზღვით: საქართველოში მოხვედრის ერთ-ერთ საშუალებას საზღვაო ტრანსპორტი წარმოადგენს. საქართველოში ორი პორტია: ბათუმი და ფოთი. ბათუმის პორტი: უნივერსალური ტიპისაა, რაც ნიშნავს რომ იგი იღებს და აგზავნის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საზღვაო ტრანსპორტს. ბათუმი ილიჩევსკის მიმართულებით გადაადგილების მსურველებს სწრაფი ბორნები ემსახურებათ. ბათუმში ხშირად ჩერდება სხვადასხვა საკრუიზო გემები. მგზავრებს საშუალება ეძლევათ რამდენიმე დღის განმავლობაში დაათვალიერონ არა მარტო ბათუმი, არამედ ქუთაისი და საქართველოს სხვა ზღვისპირა რეგიონები. ბათუმში ჩამოსულ მგზავრებს ემსახურებათ ადგილობრივი საზღვაო და ტურისტული კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობენ მათ. ფოთის პორტი: უკრაინის პორტებიდან – ილიჩევსკი და ოდესა ბორანი ფოთის მიმართულებით გამოდის ყოველ სამშაბათს. ბორანი აღჭურვილია მგზავრობისათვის კომფორტული კაიუტებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფოთის პორტის ვებ-გვერდს: www.potiseaport.com შავი ზღვის ძირითადი საპორტო ქალაქებია: ოდესა და სევასტოპოლი უკრაინაში, ფოთი და ბათუმი საქართველოში, ნოვოროსიისკი რუსეთში, კონსტანტა რუმინეთში, ბურგასი და ვარნა ბულგარეთში, ერეგლი, სამსუნი და ტრაპიზონი თურქეთში. დედაქალაქის მეტრო: თბილისში სხვადასხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროთი, რომელიც დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 250 000 ადამიანს ემსახურება. თბილისის მეტრო 2 ხაზისაგან შედგება და 22 სადგურს აკავშირებს ერთმანეთთან. 23-ე გაჩერების – “უნივერსიტეტის” მშენებლობა მიმდინარეობს. თბილისის მეტროს თითქმის ყველა გაჩერება მიწისქვეშაა განლაგებული, გარდა ორი გაჩერებისა – “ელექტროდეპო” და “დიდუბე” მიწისზედა 3 კილომეტრიან ხაზს ქმნიან. მეტროთი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. ყვითელი ავტობუსები: თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორის კიდევ ერთი საშუალებაა ე.წ. ყვითელი ავტობუსები. ამ ავტობუსით მგზავროფის საფასური 50 თეთრია. ქალაქის მასშტაბით გადაადგილება მინიავტობუსებითაც არის შესაძლებელი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას შეგიძლიათ გააჩეროთ. მინიავტობუსით მგზავრობის ღირებულებაც 50 თეთრია. 2009 წლის 1 თებერვლიდან მეტროსა და ავტობუსების საფასურის გადახდა სპეციალური სალარო აპარატებით არის შესაძლებელი. უშუალოდ ავტობუსის მძღოლისათვის თანხის გადახდა აკრძალულია. სალარო აპარატები ხურდას არ აბრუნებს, ამიტომ საფასური სიზუსტით უნდა იქნას გადახდილი. სამგზავრო ბილეთი ავტობუსში ასვლისთანავე უნდა შეიძინოთ. უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში დაჯარიმდებით 5 ლარის ოდენობით. მგზავრები, რომლებიც სამგზავრო პლასტიკურ ბარათს იყენებენ სარგებლობენ ფასდაკლებით. სამგზავრო პლასტიკური ბარათები მეტრო სადგურებში იყიდება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში მგზავრობისას. მისი ღირებულება 2 ლარია, შევსება თქვენთვის სასურველი თანხით შეგიძლიათ. ტაქსი: თბილისში ყელაზე სწრაფი სატრანსპორტო საშუალება ტაქსია. ის ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომლითაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ. ტაქსი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკეთში შეგიძლიათ გააჩეროთ ქუჩაში ან გამოიძახოთ იგი ტელეფონის მეშვეობით.