სრულდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში
ტურის ხანგრძლივობაა 6-7 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს შიდა ქართლის რეგიონს. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ქალაქ გორში არსებულ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს და ქვაში ნაკვეთ უნიკალურ ქალაქ-კომპლექს უფლისციხეს, რომელიც თარიღდება ძვ.წ.ა. VI-IV საუკუნეებით. ტურის მიწურულს კი ვეწვევით ქალაქ მცხეთაში არსებულ უმნიშვნელოვანეს საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველს. ტურის განვმავლობაში ჩვენ ასევე ვისადილებთ ქალაქ გორში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.