бѓ›бѓ”бѓњбѓ˜бѓЈ
intro
სრულდღიანი ტური მცხეთასა და ანანურში

სრულდღიანი ტური მცხეთასა და ანანურში

ტური მცხეთასა და ანანურში-6
ტური მცხეთასა და ანანურში-4
ტური მცხეთასა და ანანურში-2
ტური მცხეთასა და ანანურში-1
ტური მცხეთასა და ანანურში-3
ტური მცხეთასა და ანანურში-5

ტურის ხანგრძლივობაა 5-6 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთას, სადაც თქვენ ეწვევით VI საუკუნის უნიკალურ ტაძარს ჯვრის მონასტერს, რომელის მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ასევე სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარსა და ანანურის სატაძრო კომპლექსს, რომელიც ჟინვალის წყალსაცავთან მდებარეობს. ტურის განვმავლობაში ჩვენ ასევე ვისადილებთ ქალაქ მცხეთაში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ტური მცხეთასა და ანანურში-6
ტური მცხეთასა და ანანურში-4
ტური მცხეთასა და ანანურში-2
ტური მცხეთასა და ანანურში-1
ტური მცხეთასა და ანანურში-3
ტური მცხეთასა და ანანურში-5
  • დილის საათებში გავემგზავრებით ქალაქ მცხეთის მიმართულებით; (ქალაქი მცხეთა: საქართველოს ისტორიული დედაქალაქი)
  • ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ შევალთ ქალაქ მცხეთაში და თავდაპირველად ვეწვევით ჯვრის მონასტერს; (ჯვრის მონასტერი აგებულია VI საუკუნეში. იგი შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში)
  • ჯვრის მონასტრის დათვალიერება; (მონასტრის შესასვლელიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი ქალაქ მცხეთაზე)
  • მონასტრის დათვალიერების შემდეგ გავემგზავრებით საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველის დასათვალიერებლად;
  • საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველის დათვალიერება; (დავათვალიერებთ როგორც ტაძარს, ასევე მის ეზოში არსებულ კომპლექსს)
  • ტაძრის დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით მიკროავტობუსში და მოვინახულებთ ქალაქ მცხეთის ახლადრესტავრირებულ ქუჩებს; (რესტავრაციის შედეგად ქუჩებს დაუბრუნდა პირვანდელი სახე)
  • სადილი ქართულ რესტორანში; (სადილზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები)
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ გავემგზავრებით სატაძრე კომპლექს ანანურის მიმართულებით;
  • დაახლოვებით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მოვინახულებთ კომპლექს ანანურს; (კომპლექსში გაერთიანებლია ორი სხვადასხვა დროს აგებული ტაძარი, ერთი კოშკი და დამცავი გალავანი. კომპლექსი განლაგებულია ჟინვალის წყალსაცავის მისადგომებთან, რაც მას განსაკუთრებულად ლამაზსა და ტურისტებისათვის მოსაწონს ხდის)
  • კომპლექსის დათვალიერების შემდეგ ვსხდებით მიკროავტობუსში და დაახლოვებით 40 წუთიანი მგზავრობის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

    საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
    ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 2 საათი;
    მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 საათი.

 

ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური არ შეიცავს არც ერთ საფეხმავლო ლაშქრობას, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები შეიძლება სჭირდებოდეს. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტირება: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური პრივატული მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვები ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ლიმონათი და მინერალური წყალი) სადილს ტურისტები მიიღებენ ქალაქ მცხეთაში არსებულ რომელიმე ტრადიციულ ქართულ რესტორანში. ვახშამზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

  “სრულდღიანი ტური მცხეთასა და ანანურში“
ტურის ხანგრძლივობა: 5-6 საათი
ტურის გამართვა რეკომენდირებულია: მთელი წლის განვმავლობაში
ტურისთვის საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი
ტურის მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა: 3-დან 50 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება;
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი;
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური კურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში.

ტურის საფასურში გათვალისწინებული არ არის: • ალკოჰოლური სასმელები;
• სამოგზაურო დაზღვევა.
ტურის ღირებულება: (თითო მონაწილეზე) 3-5 მონაწილე - 290 ₾
6-10 მონაწილე - 215 
11-15 მონაწილე - 190 
16-20 მონაწილე - 175 
21-25 მონაწილე - 160 
26-30 მონაწილე - 150 
31-35 მონაწილე - 140 
36-40 მონაწილე - 130 
41-50 მონაწილე - 120