სრულდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში
ტურის ხანგრძლივობაა 8-9 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი კახეთის მხარეს. ტურის განვმავლობაში ჩვენ მოვინახულებთ ბოდბეს ცნობილ დედათა მონასტერსა და ულამაზეს ციხე-ქალაქ სიღნაღს, სადაც ჩვენ გავმართავთ ექსკურსიას ქალაქის გარშემომო, დავათვალიერებთ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებსა და მუზეუმებს. ტურის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სადილი ქალაქ სიღნაღში არსებულ კახურ რესტორანში, სადაც ჩვენ დავაგემოვნებთ ტრადიციულ კახურ კერძებს. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.