სრულდღიანი ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში
ტურის ხანგრძლივობაა 7-8 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს მცხეთა მთიანეთის რეგიონს. მცხეთაში ჩვენ ვეწვევით VI საუკუნის უნიკალურ ტაძარს ჯვრის მონასტერს, რომელის მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ტურის ფარგლებში ჩვენ ასევე ვეწვევით სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარს, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებს. ტურის განვმავლობაში ჩვენ ვისადილებთ ქალაქ მცხეთაში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.