бѓ›бѓ”бѓњбѓ˜бѓЈ
intro
 სრულდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში

სრულდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში

ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-1
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-3
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-7
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-2
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-8
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-4
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-5
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-6

ტურის ხანგრძლივობაა 6-7 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოს ორ უძველეს დედაქალაქს: მოქმედ  დედაქალაქ თბილისსა და ისტორიულ დედაქალაქ მცხეთას. ტურის განვმავლობაში ჩვენ დავათვალიერებთ არაერთ უნიკალურ ტაძარსა და არქიტექტურულ ძეგლს, მოვინახულებთ ქალაქების უძველეს უბნებსა და ქუჩებს. ტურის განვმავლობაში ჩვენ ასევე ვისადილებთ ქალაქ მცხეთაში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს. ტური იდეალურია აქტოურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-1
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-3
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-7
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-2
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-8
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-4
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-5
ერთდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში-6
  • დილის საათებში გავემგზავრებით მეტეხის ეკლესიის მიმართულებით; (ეკლესიიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი დედაქალაქ თბილისზე)
  • მეტეხის ეკლესიიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს ძველი თბილისის არქიტექტურისათვის ყველაზე დამახასიათებელი ადგილი ”აბანოთუბანი”, სადაც მოვინახულებთ გოგირდის მრავალფეროვან აბანოებს;
  • შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების დათვალიერება; (ქუჩები 2006 წელს რესტავრირდა და დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. ქუჩები გამოირჩევა ევროპული და აზიური არქიტექტურის საინტერესო ნაზავითა და მრავალრიცხვოვანი კაფე-ბარებით, რაც მათ კოლორიტულსა და ტურისტებისათვის საინტერესოს ხდის)
  • ერეკლე მოერეს ქუჩის დათვალიერება; (ქუჩა ცნობილია მრავალფეროვანი სუვენირების მაღაზიებითა და გალერეებით)
  • სამების საკათედრო ტაძრის დათვალიერება; (მოვინახულებთ ტაძარს და მასთან არსებულ სამონასტრო კომპლექსს)
  • სამების დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით სატრანსპორტო საშუალებაში და გავემგზავრებით საქართველოს ყოფილი დედაქალაქის-მცხეთის მიმართულებით;
  • ქალაქ მცხეთაში ჩასვლისთანავე ვეწვევით ქართულ რესტორანს, სადაც ვისადილებთ;
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ გავემგზავრებით საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველის დასათვალიერებლად; (დავათვალიერებთ როგორც ტაძარს, ასევე მის ეზოში არსებულ კომპლექსს)
  • ტაძრის დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით მიკროავტობუსში და მოვინახულებთ ქალაქ მცხეთის ახლადრესტავრირებულ ქუჩებს; (რესტავრაციის შედეგად ქუჩებს დაუბრუნდა პირვანდელი სახე)
  • ტურის მიწურულს ვეწვევით ჯვრის მონასტერს; (ჯვრის მონასტერი აგებულია VI საუკუნეში. იგი შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მონასტრის შესასვლელიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი ქალაქ მცხეთაზე)
  • ჯვრის მონასტრის დათვალიერების შემდეგ კი ვბრუნდებით თბილისში.

    საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
    ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 3-4 საათი;
    მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 საათი.

 

ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური არ შეიცავს არც ერთ საფეხმავლო ლაშქრობას, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები შეიძლება სჭირდებოდეს. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტირება: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური პრივატული მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ლიმონათი და მინერალური წყალი) ტურისტები ისადილებენ ტრადიციულ ქართულ რესტორანში. სადილზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

  “სრულდღიანი ტური თბილისსა და მცხეთაში“
ტურის ხანგრძლივობა: 6-7 საათი
ტურის გამართვა რეკომენდირებულია: მთელი წლის განვმავლობაში
ტურისთვის საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი
ტურის მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა: 3-დან 50 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება;
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი;
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური კურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში.

ტურის საფასურში გათვალისწინებული არ არის: • ალკოჰოლური სასმელები;
• სამოგზაურო დაზღვევა.
ტურის ღირებულება: (თითო მონაწილეზე) 3-5 მონაწილე - 295 ₾
6-10 მონაწილე - 235 ₾
11-15 მონაწილე - 220 ₾
16-20 მონაწილე - 200 ₾
21-25 მონაწილე - 180 ₾
26-30 მონაწილე - 170 ₾
31-35 მონაწილე - 145 ₾
36-40 მონაწილე - 130 ₾
41-50 მონაწილე - 120 ₾