бѓ›бѓ”бѓњбѓ˜бѓЈ
intro
სრულთდღიანი ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში

სრულთდღიანი ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში

ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-1
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-2
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-3
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-4
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-5
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-6

ტურის ხანგრძლივობაა 9-10 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს მცხეთა მთიანეთის რეგიონს, კონკრეტულად კი ქალაქ სტეფანწმინდას. (ყოფილი ქალაქი ყაზბეგი) ტურის ფარგლებში ჩვენ ვეწვევით და მოვინახულებთ ისეთ მნოშვნელოვან ღირშესანიშნაობებს როგორებიცაა: გერგეთის სამების ეკლესია, გერმანელი ტყვეების საფლავები და მონუმენტი ჯვრის უღელტეხილზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ”გეორგიევსკის ტრაქტატს”. ტურის მიწურულს კი ვეწვევით ქალაქ მცხეთაში არსებულ უმნიშვნელოვანეს საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველს. ტურის განვმავლობაში ჩვენ ასევე ვისადილებთ ქართულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ტრადიციულ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-1
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-2
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-3
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-4
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-5
ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში-6
  • დილის საათებში გავემგზავრებით ქალაქ სტეფანწმინდის მიმართულებით;
  • დაახლოვებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ შევჩერდებით ანანურის სატაძრო კომპლექსთან და გავაკეთებთ მცირე პაუზას. კომპლექსის მოკლე დათვალიერების შემდეგ კი განვაგრძობთ გზას ქალაქ სტეფანწმინდის მიმართულებით;
  • ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, კურორტ გუდაურის მისადგომებთან გავაკეთებთ პაუზას ცნობილ გადმოსახედთან, რომლიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედი სტეფანწმინდის რაიონსა და მის მთიან მასივებზე;
  • შემდეგ პაუზას გავაკეთებთ მონუმენტთან, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ”გეორგიევსკის ტრაქტატს”;
  • მონუმენტის დათვალიერების შემდეგ გზას განვაგრძობთ ქალაქ სტეფანწმინდამდე (გზაში გავაკეთებთ ორ მოკლე პაუზას გერმანელი ტყვეების საფლავსა და მიწიდან ამოხეთქილ ცნობილ ვულკანურ წყაროსთან)
  • ჩასვლა და სადილი ქალაქ სტეფანწმინდაში;
  • სადილის შემდეგ გავემართებით გერგეთის სამების მიმართულებით და დავათვალიერებთ ტაძარს;
  • ტაძრის დათვალიერების შემდეგ შევიკრიბებით სატრანსპორტო საშუალებასთან და გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით;
  • დაახლოვებით 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ გავაკეთებთ პაუზას ქალაქ მცხეთაში, სადაც დავათვალიერებთ საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველსა და მასთან არსებულ სამონასტრო კომპლექსს;
  • სვეტიცხოველის დათვალიერების შემდეგ კი დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისში.

  • საჭირო აღჭურვილობა: მოსახერხებელი ფეხსაცმელი; წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან დაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 3-4 საათი;
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 5-6 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური შეიცავს მცირე საფეხმავლო ლაშქრობას გერგეთის სამების ეკლესიის გზაზე, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ სჭირდება ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტირება: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური პრივატული მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ტურისტები ისადილებენ ქალაქ სტეფანწმინდაში არსებულ რესტორანში. სადილზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

  “სრულთდღიანი ტური სტეფანწმინდასა და მცხეთაში“
ტურის ხანგრძლივობა: 9-10 საათი
ტურის გამართვა რეკომენდირებულია: მთელი წლის განვმავლობაში
ტურისთვის საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან თავდაცვის საშუალებები
ტურის მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა: 3-დან 50 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება;
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი;
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური კურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში.

ტურის საფასურში გათვალისწინებული არ არის: • ალკოჰოლური სასმელები;
• სამოგზაურო დაზღვევა.
ტურის ღირებულება: (თითო მონაწილეზე) 3-5 მონაწილე - 425 ₾
6-10 მონაწილე - 365 ₾
11-15 მონაწილე - 315 ₾
16-20 მონაწილე - 275 ₾
21-25 მონაწილე - 250 ₾
26-30 მონაწილე - 230 ₾
31-35 მონაწილე - 215 ₾
36-40 მონაწილე - 194 ₾
41-50 მონაწილე - 175 ₾