სასტუმრო პენტჰაუსის აღწერილობა:
სასტუმრო „პენტჰაუსი“ მდებარეობს თბილისის ძველ და კოლორიტულ უბანში – ავლაბარში, მეტეხის ქუჩის 12 ნომერში, მესამე და მეოთხე სართულებზე, რომელთანაც დაკავშირება ხდება კონფორტაბელური, თანამედროვე ლიფტით. სასტუმროში 30 ნომერია, მათ შორის: 4 ლუქსი და დანარჩენი 1 და 2 ადგილიანი ნომრები. ოთახები მოწყობილია კომფორტული და თანამედროვე ავეჯით. თითქმის ყველა ნომერს აქვს აივანი ულამაზესი ხედით ნარიყალაზე და ძველი თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე.
მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით ბარი და რესტორანი ტერასით საიდანაც იშლება ძველი და ახალი თბილისის საუკეთესო ხედები და პანორამა. სასტუმრო უზრუნველყოფილია გათბობით, კონდიცირებით, მაღალი ხარისხის ინტერნეტით, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებით, დაცვით, ინდივიდუალური სეიფებით, მინი–ბარებით და სატელიტური ტელევიზიის არხების დიდი არჩევანით. აქვე ფუნქციონირებს საბანკო ტერმინალი ყველა სახის პლასტიკური ბარათისთვის.
სასტუმროდან გაუსვლელად შესაძლებელია ავია, ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტის ბილეთების დაჯავშნა, ტურისტული კრუიზების მოწყობა და ავტომობილების გაქირავება. ასევე აეროპორტში დახვედრა – გაცილება. ნომრის ფასი 60 USD - დან 140 USD - მდე (თანხაში იგულისხმება დილის საუზმე) ფასში შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი (18% დღგ). კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო პენტჰაუსში!