სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის აღწერილობა:
6 სართულიანი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი" ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზეა განთავსებული. სასტუმროში 118 ოთახია, 116 სტანდარტული და 2 ლუქსი. სასტუმრო ასევე გთავაზობთ ელეგანტურ რესტორანს, ფიტნეს ცენტრს, საუნას და გადახურულ აუზს. რესტორანში “La brasserie” კი გელოდებათ კერძები საერთაშორისო სამზარეულოდან, იქვე დააგემოვნებთ ნამდვილ ქართულ ღვინოებსაც. სასტუმროში ყოველ დილით იშლება შვედური მაგიდის ტიპის საუზმე მრავლფეროვანი ცივი და ცხელი კერძებით.
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი"-ს კლასიკურ, ფართო ოთახებში თქვენ დაგხვდებათ იატაკიდან ჭერამდე დამონტაჟებული ხმაგაუმტარი ფაბჯრები, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედი თავისუფლების მოედანზე. სასტუმროს ოთახებშივე თქვენ გელოდებათ ძვირადღირებული ხალიჩები და მოსახერხებელი ავეჯი. ყოველი ნომერი აღჭურვილია კონდიციონერით, მაცივრითა და სატელიტური ტელეარხებით. სასტუმრო მდებარეობს 5-10 წუთის სავალზე ისეთი ღირშესანიშნაობებიდან როგორებიცაა: ქაშვეთის ეკლესია, სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის თეატრი და ოპერისა და ბალეტის შენობა.