სასტუმრო GTM კაპანის აღწერილობა:
მტკვარი, მეტეხი და გორგასლის ძეგლი ყველამ იცის, როგორც თბილისელებმა, ასევე ბევრმა უცხოელმაც. სასტუმრო "GTM კაპანი" ზუსტად ამ ღირსშესანიშნაობებს გადაჰყურებს. რა თქმა უნდა, მეც ადვილად მივაგენი ზემოთხსენებულ სასტუმროს. შევაღე კარი და აღმოვჩნდი პატარა ფოიეში, აქ ცოცხალი დაცვაა, რომელიც სპეციალური კამერებით აკონტროლებს სასტუმროს შემოგარენს და არა მარტო შემოგარენს. აქედან შეგიძლია გახვიდე უფრო ფართე ფოიეში, რომელიც უერთდება ვიწრო დერეფანს (აქ უკვე ოთახებია) და სასტუმროს შიდა ეზოში. ეზო გადახურულია ტალავერით. თურმე, ძალიან ბევრი და გემრიელი ყურძნით (ალექსანდროული, თითა) იხუნძლება. აქვე მდებარეობს სასტუმროს კაფე-ბარიც. მყუდროა და გემოვნებით გაკეთებული. გაგიმასპინძლდებიან მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი. ეზოდან აივლი რამოდენიმე კიბეს და აღმოჩნდები უზარმაზარ აივანზე. გაგიჭირდება საკუთარი ემოციების ფლობა, ისეთი სილამაზე იშლება აივნიდან.
ყველა ნომერი აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, ფერადი ტელევიზორი საკაბელო არხებით, მინი ბარით, ცენტრალური გათბობით და კონდიცირებით. სასტუმროს ნომრების საფასურში შედის დილის საუზმე, ბილიარდის თამაში, საუნა, აუზი, ფიტნეს კლუბი. სასტუმრო "GTM კაპანი" გპირდება 24 საათიან მიღებას და უსაფრთხოებას, აეროპორტში დახვედრა-გაცილებას და ექსკურსიების მოწყობას, საკუთარი გიდით და თარჯიმნით. ერთი სიტყვით, ყველაფერი გულმოდგინეთ დავათვალიერე და მინდა გითხრა, მოდი სასტუმროში "GTM კაპანი" და აქტიურად შეუდექი შენი გეგმების განხორციელებას.