საოჯახო სასტუმრო ავლაბარის აღწერილობა:
საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ისტორიულ უბანში კერძოდ ავლაბარში, ავლაბრის მეტრო სადგურის უკან, განახლდა სამსართულიანი თანამედროვე ტიპის სასტუმრო “ავლაბარი”. სასტუმროს ფანჯრებიდან და აივნებიდან მოსჩანს ავლაბრის და ძველი თბილისის ულამაზესი ხედები, რაც ერთ-ერთი მთავარი მხარეა ასეთი ტიპის სასტუმროებისათვის. დიდი ნათელი ჰოლი,რომელიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური განათებებით და ინტერიერის დიზაინით.
ყველა ნომერში არის კონდენციონერი, ტელევიზორი, უფასო ინტერნეტი, მაცივარი და ასევე ნომრების ღირებულებაში შედის საუზმე. სასტუმრო “ავლაბარ”-ს გააჩნია ნათელი, თანამედროვე სამზარეულო და სასადილო ოთახი, სადაც დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლოთ თვითმოსახურეობით.