სასტუმრო ზედაზენის აღწერილობა:
„სასტუმრო ზედაზენი“ მდებარეობს დაბა მცხეთიდან 6 კმ-ის დაშორებაზე. სასტუმროში დამსვენებლებს უფასო უკაბელო ინტერნეტი, პრივატული ავტოსადგომი და ფართე ოთახები დახვდებათ, რომლებიც აღჭურვილია ბრტყელეკრანიანი ტელევიზორებითა და მაღალი სტანდარტების სველი წერტილებით. „სასტუმრო ზედაზენი“-ს რესტორანი კი ქართული და ევროპული კერძების დიდ ნაირსახეობას შემოგთავაზებთ.
სასტუმროში დამსვენებლებს მომსახურებების ისეთი სახეობები დახვდებათ, როგორიცაა საექსკურსიო მომსახურება მთელს საქართველოში და ცხენებით გასეირნება სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე. სვეტიცხოველის ცნობილი საკათედრო ტაძარი სასტუმროდან სულ 6 კმ-ის დაშორებაზე მდებარეობს, დედაქალაქ თბილისის ცენტრი 23 კმ-ის მანძილზე, ავტობუსის გაჩერება სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი 50 კმ-ის მანძილზეა განთავსებული. სასტუმროში ასევე შესაძლებელია აეროპორტში დახვედრა-გაცილების მომსახურები წინასწარ დაკვეთა.