სასტუმრო დოლაბაურის აღწერილობა:
სასტუმრო "დოლაბაური" მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისის უძველეს და ისტორიულ უბანში ავლაბარი, მეტრო სადგური "300 არაგველი"-დან რამოდენიმე წუთის სავალზე, ხოლო საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 10-15 წუთის სავალ დაშორებაზე. სასტუმრო გადაყურებს მდინარე მტკვარს საიდანაც იშლება ქალაქის მომაჯადოვებელი და თვალწარმტაცი ხედები. სასტუმროს 8 სართულზე განთავსებულია 31 თანამედროვე ტიპის ოთახი. თითეული ნომერი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყუდროვითა და მშვიდი ფერებით შესრულებული ინტერიერით.
სასტუმროს ოთახები კეთილმოწყობილია ყველა ისეთი საშუალებით როგორებიცაა: პლაზმური ტელევიზორი სატელიტური არხებით, სამუშაო მაგიდა, ტელეფონი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი ინდივიდუალური მართვის პულტით, მინი-ბარი და სააბაზანო ოთახი აღჭურვილი ყველა საჭირო ატრიბუტიკით. სასტუმროში ჩამოსულ სტუმრებს ელოდებათ საოცრად მყუდრო, მშვიდი და სტუმართმოყვარე გარემო თანამედროვე ინტერიერითა და მაღალი სტანდარტების მომსახურებით.