საოჯახო სასტუმრო გუდაური ჰატის აღწერილობა:
ეს მყუდრო საოჯახო სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, დედაქალაქ თბილისიდან 2 საათის სავალზე. სასტუმრო „გუდაური ჰატი“ სათხილამურო ტრასების შორიახლოს-კურორტის ცენტრშია განთავსებული. სასტუმროს ოთახების ფანჯრებიდან კი იშლება თვალწარმტაცი ხედი კურორტ გუდაურზე, რაც სასტუმროს ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა. სასტუმრო გაიხსნა 2005-2006 წლებში.
სასტუმრო გთავაზობთ 33 კომფორტაბელურ ოთახს, ოთახების ტევადობა კი 1-დან 4 ადამიანამდეა. ყოველ ოთახს გააჩნია ინდივიდუალური სველი წერტილი. სასტუმრო ასევე გთავაზობთ ტრადიციულ ქართულ რესტორანს, ბილიარდს, მაგიდის ჩოგბურთს, ბარსა და ტრადიციულ რუსულ აბანოს. სასტუმრო ეპატიჟება ტურისტთა იმ კატეგორიას, რომლებთაც იზიდავთ მყუდრო, ოჯახური გარემო, ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა და ტრადიციული კერძები. სასტუმრო ასევე იზიდავს ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს, რადგან თავად სასტუმროს მფლობელი ზამთრის სხვადასხვა ექსტრემალური სახეობების დიდი მოყვარული და ორგანიზატორია.
რესტორანს ემსახურება ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც გთავაზობთ 9 სახის ხაჭაპურს, რამოდენიმე სახის ხინკალს, ჩახოხბილს და სხვა ტრადიციულ კერძებს. სასტუმროს ოთახის ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება. სასტუმროს ბარი კი შემოგთავაზებთ მრავალფეროვან ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, ქართულ ღვინოსა და ჭაჭას, ბარი კი ღიაა ბოლო სტუმრამდე. სასტუმრო „გუდაური ჰატი“ მუდამ მზადაა სტუმრების მისაღებად.