სასტუმრო Hotel Golden Town-ის აღწერილობა:
"Hotel Golden Town"-ი ორსართულიანი, მყუდრო სასტუმროა - ხედებით დედაქალაქის ძველ უბნებზე. სასტუმროში სუფევს მხიარული და ენერგიული ატმოსფერო, საიდანაც სულ ხუთიოდე წუთის სავალია სუპერმარკეტებიდან და მაღაზიებიდან. ჩვენი სასტუმროს სტუმარი არ არის მხოლოდ სტუმარი, ის ჩვენი საერთო ოჯახის წევრია. სასტუმროში თქვენ დაგხვდებათ უფასო უკაბელო ინტერნეტი, მოსახერხებელი სამზარეულო ოთახი და სუფთა საძინებლები. სასტუმროდან მოკლეხნიანი ფეხით სიარულის შემდეგ თქვენ მოხვდებით დედაქალაქ თბილისის ძველ ნაწილში. სულ რაღაც სამი წუთის სიარულის შემდეგ კი თქვენ მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდებით, რაც საშუალებას მოგცემთ უმოკლესი დროის განვმავლობაში მოხვდეთ ქალაქის ნებისმიერ უბანში. მოგზაურობის მოყვარულ სტუმრებს კი საშუალება აქვთ პირდაპირ ჩვენს სასტუმროში დაუკვეთონ სხვადასხვა სახის ტურები და ექსკურსიები. ასევე მიიღონ რეკომენდაცია საქართველოს სხვადასხვა რაიონებში არსებული სასტუნმროების შესახებ.