სასტუმრო ნატას აღწერილობა:
სასტუმრო "ნატა" მდებარეობს ქალაქის უძველეს უბანში - ავლაბარში. მისი ფანჯრებიდან იშლება შესანიშნავი ხედი დედაქალაქ თბილისზე: რიყე, დარეჯანის სასახლე, მეტეხის ეკლესია, ნარიყალა, მთაწმინდა. უძველესი ეკლესიები: სინაგოგა, მეჩეთი და სხვა ისტორიული ძეგლები. ულამაზესი და შეუდარებელი სამების ტაძარი. სასტუმროდან ქალაქის ტრანსპორტი ყველა მიმართულებით მოძრაობს, ასევე ახლოს მდებარეობს მეტრო სადგური "ავლაბარი".
სტუმროს განკარგულებაშია 19 კეთილმოწყობილი და კომფორტული საძინებელი, ყოველი მათგანი ორ ადგილიანია. საუზმე ნომერში მირთმევითაა. შექმნილი პირობები ხელს შეუწყობს თქვენს მშვიდ დასვენებას და ნაყოფიერ ბიზნეს. სასტუმროში ცხოვრების ღირებულება მერყეობს 50 USD-დან 100 USD-მდე.