სასტუმრო ვინოტელის აღწერილობა:
სასტუმრო „ვინოტელი“ კონცეფციალურადაა დაპროექტებული, როგორც ქართული ანტიკვარული სახლი - რომელშიც დიდი ინტერესითა და სიყვარულით არის შერჩეული ყველა დეტალი. ჩვენთან მობრძანებით, თქვენს წინ გაიხსნება ქართული ღვინის მდიდარი სამყარო, დააგემოვნებთ ეროვნულ სამზარეულოს და ჩვენი შეფ-მზარეულის საავტორო კერძებს, რომლი რეცეპტებიც მის მიერ ექსკლუზიურადაა ევროპიდან ჩამოტანილი. სასტუმროში „ვინოტელი“ თქვენ იპოვით საქართველოს ყველა კუთხიდან მოპოვებულ უნიკალურ ანტიკვარიატს, რომელიც ჰარმონიულად და კომფორტულადა შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რაც სრულიად შეგიპყრობთ თავისი სილამაზით და კომფორტით,ხოლო ყოველივე ერთად შეგიქმნით განუმეორებელ შთაბეჭდილებას XVIII-XIX საუკუნის საქართველოს შესახებ და ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ თავს.
სასტუმრო განთავსებულია დედაქალაქ თბილისის ძველ უბანში, მდინარე მტკვარის მარცხენა სანაპიროზე, თვალწარმტაცი რიყის ქვის ქუჩაზე, ისტორიული ავლაბრის რაიონის დასაწყისში. თავისუფლების მოედნიდან შესაძლებელია მიხვიდეთ 10-წუთიში ფეხით სავალი გზით. იქვე ახლოს მდებარეობს სამების ტაძარი და პრეზიდენტის რეზიდენცია. ამ უბანში იყო ძველი ღვინით მოვაჭრის - სირაჯ ხანის საცხოვრებელი სახლი. „ვინოტელი“-ს შენობა, რომელიც არის თბილისის ტრადიციული არქიტექტურის ბრწყინვალე მაგალითი თავისი აივნებით, მოჩუქურთმებული ორნამენტებით და თაღოვანი აგურით, ამოშენებული მარნებით, აშენებულია 1880 წელს. ბაღის შუშიანი ფასადი დამატებულია მოგვიანებით, 2005 წელს, ფანჯრების იმიჯის წინა გამოსახულების დასამშვენებლად და მოდერნიზაციისათვის. ვინოტელი ფუნქციონირებს 2015 წლიდან.
სასტუმროს ტერასა: მოდის გაზაფხული. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სიამოვნება თუ ეწვევით რესტორანს, რომელიც მდებარეობს ტერასაზე ლამაზ ლანშაფტიან ბაღში 800 კვ. მეტრის ფართზე. მყუდრო და თვალწარმტაცი კუთხე ორი შადრევნით, გადაჰყურებს ეკლესიას. აქ გთავაზობთ ჩვენი შეფ-მზარეულის მიერ სპეციალურად მომზადებულ მენიუს სხვადასხვა კერძებით.
სასტუმროს მარანი: ჩვენი ისტორიული თაღოვანი აგურის ღვინის მარანი გთავაზობთ საუკეთესო ქართული ღვინოების ექსკლუზიურ არჩევანს, მათ შორის მცირე ხელნაკეთი ღვინოების საწარმოებისა და ამ დარგის ლიდერ პროდუქტს. ღვინოები ინახება ოპტიმალურ პირობებში, მარნის ბუნებრივი თვისებების და დამატებული მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენი სომელიები გაგიწევენ გიდის მომსახურეობას და თქვენთვის გააღებენ კარს ქართული ღვინის მდიდარ სამყაროში. მათი რეკომენდაციით თქვენს შესძლებთ დააგემოვნოთ საუკეთესო ღვინო სათანადო კერძებთან ერთად.