სასტუმრო ბლექ სი სთარის აღწერილობა:
სასტუმრო “ბლექ სი სთარი” მდებარეობს ძველი ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმროს ადგილმდებარეობა უნიკალურია, ირგვლივ მრავალფეროვანი არჩევანია ცნობილი რესტორნებისა და კაფეების. აქვეა კინოთეატრი, ბათუმის დრამატული თეატრი, უძველესი არქიტექტურული ნიმუშები, საკათედრო ტაძარი, უამრავი სავაჭრო თუ გასართობი ობიექტი. სასტუმრო “ბლექ სი სთარ”-ი მდებარეობს ბათუმის აეროპორტიდან 10 წუთის სავალზე, ბათუმის სარკინიგზო სადგურიდან 2 კმ-ში, შავი ზღვისა და ბულვარიდან კი მხოლოდ 200მ-ში. ახლად აშენებული სასტუმრო “ბლექ სი სთარ”-ი თავისი მყუდრო და ნათელ ოთახებით, აივნებით, ტერასით, ხედებით ძველ ბათუმსა და შავ ზღვაზე, გასართობი და მოსასვენებელი ფოიეთი, უახლესი ავეჯით, ულტრა თანამედროვე აპარატურითა და მაღალ კვალიფიცირებული თანამშრომლებით დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ.