მენიუ
intro
სასტუმრო
ტური

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი საქართველოში-18
ქვემო ქართლი საქართველოში-16
ქვემო ქართლი საქართველოში-17
ქვემო ქართლი საქართველოში-15
ქვემო ქართლი საქართველოში-14
ქვემო ქართლი საქართველოში-13
ქვემო ქართლი საქართველოში-12
ქვემო ქართლი საქართველოში-11
ქვემო ქართლი საქართველოში-9
ქვემო ქართლი საქართველოში-10
ქვემო ქართლი საქართველოში-8
ქვემო ქართლი საქართველოში-7
ქვემო ქართლი საქართველოში-5
ქვემო ქართლი საქართველოში-6
ქვემო ქართლი საქართველოში-4
ქვემო ქართლი საქართველოში-3
ქვემო ქართლი საქართველოში-2
ქვემო ქართლი საქართველოში-1

ქვემო ქართლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ესაზღვრება თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებს. იგი მდინარე მტკვრის დინების ქვემო, მარჯვენა მხარეს არის გადაჭიმული. სწორედ ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა მას ქვემო ქართლი. რეგიონის საერთო ფართობია 6901 კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერირიტორიის 10%-ს შეადგენს. ქვემო ქართლს აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთის, ჩრდილოეთით-შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის, დასავლეთით-სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, ხოლო სამხრეთით სომხეთი და აზერბაიჯანი. იგი შვიდი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა.

გეოგრაფია:

ქვემო ქართლი განლაგებულია ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში. მის ლანდშაფტს, ძირითადად ველები და ტყე-ველები შეადგენს. ქედებს შუა ტყეებში ჭარბობს მუხნარი და რცხილნარი; ხარობს წიფელა, ნეკერჩხალი და სხვა... მარნეულის ვაკე ადგილებში ვხვდებით ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელ მცენარეულ საფარს. მტკვრის ჭალებში შემორჩენილია ჭალის ტყეები. ქვემო ქართლის უმსხვილესი მდინარეებია: მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ტბები: ჯანდარა, წურბლიანი, არყიანი, ბარეთი და გრძელი ტბა. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს წალკის, დმანისის და ალგეთის წყალსაცავები.

ჰავა:

ქვემო ქართლის ბარში ნოტიო-სუბტროპიკული და სუბტროპიკულ-კონტინენტური ჰავაა (წლის საშუალო ტემპერატურაა 12-13 C გრადუსი). ჯავახეთის ქედის მთიან რეგიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა (წლის საშუალო ტემპერატურაა 3-12 С გრადუსი). წალკის მიდამოებში კი ზომიერად ნოტიოდან მშრალ სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა (წლის საშუალო ტემპერატურა 6ჩ გრადუსს არ აღემატება).

არქეოლოგია:

ქვემო ქართლი განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისით. მის ტერიტორიაზე, კერძოდ კი დმანისში უმნიშვნელოვანესი გათხრები ჩატარდა. შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა უძველესი (გადაშენებული) ცხოველების (სპილო, მარტორქა, ჟირაფი და სხვა..) ძვლები და მათთან ერთად პრიმიტიული ქვის იარაღები. ბოლო წლების განმავლობაში უძველესი ადამიანის ნაშთების (ქვედა ყბა , ფეხის ტერფის ძვალი და ორი თავის ქალა) აღმოჩენამ, ის მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია. სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ დმანისელი ჰომინიდები ამ ტერიტორიაზე 1 800 000 წლის წინ ბინადრობდნენ. ისინი არა მარტო უძველეს კავკასიელებად, არამედ პირველ ევრაზიელებადაც ითვლებიან. აღმოჩენილი თავის ქალები კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით აღადგინეს და სახელებიც კი შეარქვეს. მსოფლიოს არქეოლოგიურ წრეებში მათ მზიას და ზეზვას სახელებით იცნობენ. მულაჟები თბილისის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ალგეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის კვალი, გათხრილია შუა ბრინჯაოს ხანის ეპოქის ყორღანები, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები. აქვეა ხელუხლებლად შემორჩენილი, ციკლოპური ტიპის ნაგებობები, რომელთაგან გოხნარის ციკლოპური ნაგებობა განსაკუთრებით საინტერესოა თავისი არქიტექტურით. აღმოჩენილია ანტიკური ხანის “ალგეთის სამარხი”, წარჩინებული პირის ქვაყუთი სამარხი, ძვირფასი ნივთებითა და სამკაულებით. მანგლისში აღმოჩენილია ელინისტური ხანის მასალა: ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებიანი მონეტები და ბრინჯაოს ნივთები. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მრავალი ყორღანული სამარხია გათხრილი. მათგან განსაკუთრებით საინტერესოა წალკის წყალსაცავის ტერიტორიაზე მდებარე ყორღანები და მათკენ მიმავალი გზები. ყორღანების გზები 1 მეტრი სისქისაა და ქვების რამდენიმე ფენისაგან შედგება. გზის სიგანე 4.5 მეტრიდან 7 მეტრამდეა, სიგრძე - 40 მეტრიდან 400 მეტრამდე. ყორღანები და მათკენ მიმავალი გზები ძვ. წ. III-II ათასწლულის მიჯნაზეა აგებული. ყორღანების გზებს, თავისი გრანდიოზულობითა და ტექნიკური მიგნებებით, პირამდებისკენ მიმავალ დასაკრძალავ გზებს ადარებენ.

დმანისი – ქვემო ქართლის უდიდესი ციხე-ქალაქი:

დმანისი - გამაგრებული ციხექალაქი, შუა საუკუნეებში, თბილისის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალაქს წარმოადგენდა. აქ გადიოდა საქარავნო გზები. ისტორიული წყაროების თანახმად, დმანისის ციხე- ქალაქი თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია ყო- ფილა. დღემდე შემონახულია შუასაუკუნეების დროინდელი ციხე და ციტადელი, მარანი, აბანო, დარბაზები, საპყრობილე, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების შენობების ნანგრევები. აღსანიშნავია გვირაბი, რომელიც XII ს-ით თარიღდება. აქვე მდებარეობს VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა. ციხეს აქვს ციტადელი, რომელიც XI საუკუნეშია გამაგრებული. ციხის ძირითადი ნაწილი აუშენებიათ IX საუკუნეში.

ქვემო ქართლი საქართველოში-18
ქვემო ქართლი საქართველოში-16
ქვემო ქართლი საქართველოში-17
ქვემო ქართლი საქართველოში-15
ქვემო ქართლი საქართველოში-14
ქვემო ქართლი საქართველოში-13
ქვემო ქართლი საქართველოში-12
ქვემო ქართლი საქართველოში-11
ქვემო ქართლი საქართველოში-9
ქვემო ქართლი საქართველოში-10
ქვემო ქართლი საქართველოში-8
ქვემო ქართლი საქართველოში-7
ქვემო ქართლი საქართველოში-5
ქვემო ქართლი საქართველოში-6
ქვემო ქართლი საქართველოში-4
ქვემო ქართლი საქართველოში-3
ქვემო ქართლი საქართველოში-2
ქვემო ქართლი საქართველოში-1