მცხეთა მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთი ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთისფედერაციის რესპუბლიკებს: ჩრდილოეთ სეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს, დანარჩენი მოსაზღვრე რეგიონები: კახეთი და შიდა ქართლი საქართველოს რეგიონებია. მცხეთა-მთიანეთის ტერიტორია 6.8 ათასიკვ. კმ-ია, რაცსაქართველოს ტერიტორიის თითქმის 10%-სშეადგენს. მოსახლეობა 125 ათასი კაცია და წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 3.2%-ს. მცხეთა-მთიანეთი 5 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები, ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით იგი მოიცავს: ხევის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ნაწილობრივ ქსნის ხევის ისტორიულ პროვინციებს.
გეოგრაფია:
მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთიუმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა.აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდაა კავკასიონისმთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 და 5000 მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობები, იქ ჩაკარგული ტბებიდა ალპური ველ-მინდვრები. საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზედა განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კავკასიონისქედზე არსებული რამდენიმე უღელტეხილიდან ერთ-ერთით - ჯვრის უღელტეხილით,რომელიც განუმეორებელი სილამაზის საქართველოსსამხედრო გზაზე მდებარეობს, საქართველო ისტორიულად ჩრდილოეთ კავკასიასუკავშირდებოდა. საქართველოს ესუმშვენიერესი პროვინცია აღწერილი აქვთროგორც გამოჩენილ ქართველ პოეტებსა დამწერლებს,ისე მრავალ უცხოელ მოგზაურს.
ისტორია:
მცხეთა არა მხოლოდ საქართველოს უძველესი დედაქალაქი იყო, არამედ მისგან დაიწყო ქართული ცივილიზაციის ისტორია. მცხეთისა და „დიდი მცხეთის“ ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III—II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. II—I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო-რკინის ხანაში მოსახლობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა - აქ გადიოდა საერთასორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. მცხეთა იყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების აკვანი და ქრისტიანული რელიგიის ცენტრი მე-12 საუკუნემდე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, როგორც სასაზღვრო ზოლი, რომელიც უმკაცრესი პირობების მიუხედავად იცავდა ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებს, დღემდე რჩება საუკუნეებით ჩამოყალიბებული ადათ-წესების დამცველად. მთელი რიგი პროვინციები: ხევი, პირიქითა ხევსურეთი მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო წელიწადის უმკაცრეს ზამთრის თვეებში მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ის გმირობა, რომლითაც გამოირჩეოდა ამ პროვინციების მოსახლეობა, მათ მიერ გადატანილი ბრძოლები და შესრულებული როლი საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრების დასაცავად.
ჰავა:
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დაბლობ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა.იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი,თბილი ზაფხული. საშუალოწლიური ტემპერატურა 11°C, იანვარში კი - 0°C -ზე დაბალია; დაფიქსირებულია აბსოლიტური მინიმალური-30°C, აბსოლიტური მაქსიმალურიკი +39°C.მთაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა,ხოლო 3300-3400 მ. ზემოთ - მაღალმთის ჰავა ჭარბი თოვლითა და მყინვარებით.საშუალო წლიური ტემპერატურა 2350 მ სიმაღლეზე 0°C-მდეა, ხოლოზემოთ - მნიშვნელოვნად დაბალი. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულობით,მაისში მოდის. ზამთრობით თოვლი თითქმის მთელ რეგიონში დევს,თოვლისსაბურველის სიმაღლე დაბალ ზონაში უმნიშვნელოა, მაღალმთიან ნაწილშიკი ცალკეულ წლებში 3,5 მ. აღწევს. ყაზბეგის რაიონში 2600-36000 მ. სიმაღლისზონაში ნამდვილი ზაფხული არასდროს დგება. 3600 მ-ზე მაღლამუდმივი თოვლი და მყინვარებია, ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის.ნალექები: 650-1000 მმ წელიწადში. მდგრადი თოვლის საბურველისხანგრძლივობა 5-7თვე.
ქალაქი მცხეთა:
საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ამჟამად მცხეთა-მთიანეთის რეგიონისადმინისტრაციული ცენტრია. ეს ულამაზესი,ისტორიული ძეგლებით გაჯერებული, პატარა დასახლება (10 ათასამდე მცხოვრები) შეტანილია იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი. ცხადია, რომმცხეთა, როგორც კულტურული ტურიზმის ცენტრი საქართველოს ერთერთიყველაზე მნიშვნელოვანი ატრაქციაა. მცხეთას გააჩნია უაღრესად ხელსაყრელიმდებარეობა, იგი მხოლოდ 20 კილომეტრითაა საქართველოს დედაქალაქთბილისიდან დაშორებული.
კურორტი გუდაური:
ცნობილი სამთო-სათხილამურო ცენტრი გუდაური მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კმ. დაშორებით.მცირეთოვლობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლისმდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. მისი საშუალო სიმაღლე ფერდობზე 1.5 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და წყნარი ამინდები. გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველაკატეგორიის მოთხილამურეს. სასრიალო ბილიკების დახრილობა უდიდესსიამოვნებას იწვევს როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისადა სნოუბორდისტებისათვის. პროფესიონალ მოთხილამურეთათვის გუდაურისფერდობებს გააჩნია ოთხივე სპორტული სასრიალო ბილიკი: სლალომი, სლალომი-გიგანტი, სუპერ გიგანტი და ჩქაროსნული დაშვება. ყველასასრიალო ბილიკი დამტკიცებულია FIS-ის მიერ. დასამუშავებელი სამთოსათხილამურესასრიალო ბილიკის საერთო სიგრძე შეადგენს 16 კმ.-ს.გუდაური უაღრესად მიმზიდველია ზაფხულშიც. იგი დამსვენებლებს შემდეგიტიპის ტურიზმის სახეობებს სთავაზობს: ლაშქრობა თრუსოსა და ხადასხეობებში, ცხენით გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება, წყალჯომარდობა მდინარე არაგვზე. გუდაურში ფუნქციონირებს მრავალისასტუმროდასასტუმრო სახლი.