გურია
გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ჩრდილოეთით მისი ტერიტორიის ნაწილი კოლხეთის დაბლობზეა გადაჭიმული, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მესხეთის ქედის ჩრდილოეთის ფერდობებზეა შეფენილი. გურიას ჩრდილოეთით სამეგრელო ესაზღვრება, აღმოსავლეთით-იმერეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთით აჭარა, დასავლეთით კი შავი ზღვა.
გეოგრფია:
გურიის ბუნება მრავალფეროვანია: ახასიათებს როგორც ვაკე, ისე გორაკ-ბორცვიანი რელიეფი. ზღვის სანაპირო ზოლზე მრავლად გვხვდება ზღვის დიუნები, რომლებიც ჭაობებისა და ტბების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზია. გურიის ამ წყალუხვ მხარეს ჩრდილო-დასავლეთიდან პალიასტომის ტბა და კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი ესაზღვრება. კოლხეთის დაბლობი საქართველოს ყველაზე წყალჭარბი ადგილია. აქ ბევრი ჭაობი, მცირე თუ საშუალო სიდიდის ტბა და მდინარეა. ეს ტერიტორია მდიდარია ჭაობის მცენარეულობით, ხოლო ფრიველთა მრავალსახეობით უდავოდ უნიკალურია. გურიის წყალუხვი მდინარეებიდან აღსანიშნავია სუფსა, ნატანები და მისი შენაკადები, ფიჩორი, გომახურისწყალი, ლესისწყალი, წყალწითელა და სხვა. ტბებიდან კი გამოირჩევა გრიგოლეთი და იმნათი. გურიის მთის ტყის ზოლში ვხვდებით წიფლის ტყეებს, უფრო ზევით კი - ნაძვსა და სოჭს. სუბალპური ტყეების ზოლში პონტური მუხა იზრდება; სუბალპური და ალპური მდელოები კი საძოვრებადაა გამოყენებული. გურიის ბუნება მრავალფეროვანია: ახასიათებს როგორც ვაკე, ისე გორაკ-ბორცვიანი რელიეფი. ზღვის სანაპირო ზოლზე მრავლად გვხვდება ზღვის დიუნები, რომლებიც ჭაობებისა და ტბების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზია. გურიის ამ წყალუხვ მხარეს ჩრდილო-დასავლეთიდან პალიასტომის ტბა და კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი ესაზღვრება. კოლხეთის დაბლობი საქართველოს ყველაზე წყალჭარბი ადგილია. აქ ბევრი ჭაობი, მცირე თუ საშუალო სიდიდის ტბა და მდინარეა. ეს ტერიტორია მდიდარია ჭაობის მცენარეულობით, ხოლო ფრიველთა მრავალსახეობით უდავოდ უნიკალურია. გურიის წყალუხვი მდინარეებიდან აღსანიშნავია სუფსა, ნატანები და მისი შენაკადები, ფიჩორი, გომახურისწყალი, ლესისწყალი, წყალწითელა და სხვა. ტბებიდან კი გამოირჩევა გრიგოლეთი და იმნათი. გურიის მთის ტყის ზოლში ვხვდებით წიფლის ტყეებს, უფრო ზევით კი - ნაძვსა და სოჭს. სუბალპური ტყეების ზოლში პონტური მუხა იზრდება; სუბალპური და ალპური მდელოები კი საძოვრებადაა გამოყენებული.
ჰავა / კლიმატი:
ზღვისპირა რაიონში ჰავა ჭარბტენიან-სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ ნაწილში კი გაბატონებულია მთის ნოტიო ჰავა. გურიის დაბლობებში,ზღვის დონიდან 200 მ-ის სიმაღლემდე ზღვის ნოტიო ჰავაა გავრცელებული. ზამთარი რბილია და თბილი,ზაფხული კი ცხელი. ამ მხარისათვისს ბუნებრივია მუსონური ქარებიც. წლის საშუალო ტემპერატურაა 12-14 ჩ-ით. აქ წლიურად, საშუალოდ, 2000 მმ ნალექი მოდის, რაც უფრო ვცილდებით შავი ზღვის სანაპირო ზოლს, მით მეტად კლებულობს ნალექი.
ისტორია / არქეოლოგია:
შუა საუკუნეებში ეს ძირძველი კუთხე ცალკე პოლიტიკური ერთეული ყოფილა: ჯერ საერისთავო, შემდეგ კი სამთავრო. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ აქ ცხოვრება შორეულ წარსულშიც დუღდა. ჯერ კიდევ ძვ. წ. XIII საუკუნეში გურიის ტერიტორიაზე კოლხურ ტომთა დიდი გაერთიანება არსებობდა. ძვ.წ.VII-VI საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ადრინდელი კლასობრივი ქართული სახელმწიფო – ძლიერი და დამოუკიდებელი კოლხეთის სამეფო წარმოიქმნა. I საუკუნიდან გურია ახალი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულის - ეგრისის (ლაზიკა) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ფეოდალურ ხანაში გურია ცალკე ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეული იყო. აქ ჯერ გურიის საერისთავო, XV საუკუნიდან კი გურიის სამთავრო ჩამოყალიბდა. მას გურიის ერისთავები - გურიელები განაგებდნენ. გურიის სამთავრომ XIX საუკუნის შუა ხანამდე იარსება. არქეოლოგიური თვალსაზრისით, საინტერესოა ურეკის მიმდებარე ტერიტორია. მდინარე სუფსის შესართავი. ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანდელი ანტიკური ხანის ნივთები, რომლებსაც სამარხ იარაღებად მიიჩნევენ. იქვე იქნა აღმოჩენილი III-IV საუკუნეების რომაული მონეტები, ოქროსა და ვერცხლის საგანძურიდან კი განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა ძოწის საკინძი. აქ აღმოჩენილი მასალა ცხადყოფს, რომ ამ ტერიტორიას დიდი სავაჭრო გზები კვეთდა.
კულტურა და ტრადიცია:
გურიის მოსახლეობას მდიდარი სულიერი, სამეურნეო და მატერიალური კულტურა აქვს. სოციალური ურთიერთობები გურიაში მკაფიოდ განსაზღვრულია. გურულებს ახასითებთ უხუცესების უსაზღვრო პატივისცემა. გურიის სოფლებს განსაკუთრებული ხიბლი და კოლორიტი ახასიათებს წნული ღობეებით გარშემორტყმული და მწვანეში ჩაფლული კარ-მიდამოები, მოვლილი ეზოები, ლამაზად განლაგებული ხის აივნებიანი ოდა-სახლები, სამზარეულოები, მარნები და სხვა სამეურნეო ნაგებობები. ძალიან შთამბეჭდავია მთლიანი კარმიდამო, რომლის დაგეგმვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. განსაკუთრებულად გაფორმებული ფიცრული ხის აივნები უხვადაა შემკული ჭრილი ორნამენტებით. გურულები გამოირჩეოდნენ ხელსაქმისა და მშენებლობის ოსტატობით. ისინიაშენებდნენ ხიდებს, ხის, ორნამენტებით მორთულ, სახლებსა და ბუხრებს, მოპირკეთებულჭებს, ჭიშკრებსა და ბეღლებს, ამზადებდნენ მოხერხებულ უნაგირებს, კალათებს, გიდელებსა და ჩალის ქუდებს. გურიაში მეჭურჭლეობასაც მისდევდნენ, რასაც ხელს უწყობდა სოფელ აკეთში არსებული თიხის დიდი მარაგი. ამუშავებდნენ აგრეთვე ქვას. ქვისმთლელობას მისდევდნენ გურიის რამდენიმე სოფელში. გურიის ეთნოგრაფიულ ყოფაში შემოინახა ხალხური რელიგიური დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები. გამორჩეულად აღნიშნავენ გიორგობას, მარიამობას, ბარბარობას, ლამპრობას, ახალ წელს, აღდგომას. გურულებს განსაკუთრებით უყვარდათ შობა-ახალი წლის დღესასწაული. ახალ წელს ისინი “კალანდას”უწოდებენ. ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელიც სიცოცხლის ხის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ჩიჩილაკს ახალი წლის წინა დღეს თხილის ტოტისაგან ამზადებენ, კუნელის ნაყოფით, მარადმწვანე სუროს ტოტებით, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერების და ბარაქის მიმნიჭებლად ითვლება, ამიტომ ყველა ოჯახის სადღესასწაულო კუთხეს ამშვენებს. ჩიჩილაკს ნათლისღების დღესასწაულამდე ინახავენ, შემდეგ კი წვავენ ან წყალს ატანენ. სიმღერა აქაური ყოფის განუყოფელი ნაწილია. ქართულმა პოლიფონიამ გურულ სიმღერებში განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. სიმღერებს სამი ან ოთხი დამოუკიდებელი მელოდიური ხაზი მიჰყვება. “კრიმანჭული” ქართული პოლიფონიური ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. კრიმანჭული დაგრეხილ რკინას ნიშნავს. კრინი მამაკაცის მაღალი ხმაა. გადმოცემის თანახმად, შებინდებულზე, უდაბურ ადგილას მოხვედრილი ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავი სულების შესაშინებლად უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ. სწორედ მათ მიეწერებათ “კრინის” წარმოშობა. განსაკუთრებული სიმღერაა “ნადური”, რომელსაც რთველის დროს ან მინდორში მუშაობისას მღეროდნენ. სიმღერის ტემპი მუშაობის ტემპს ემთხვეოდა. ხშირად “ნადური” ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა და მას ერთდროულად ორასამდე ადამიანი მღეროდა მუშაობის პროცესში.
სამზარეულო:
ადგილობრივი სამზარეულო გამოირჩევა დახვეწილობით. გურული დიასახლისი დახელოვნებული კულინარია. გურულებს საოცარი მასპინძლობა ახასიათებთ. ისინი გამოირჩევიან იუმორის მაღალი გრძნობით, გონებამახვილური ოხუნჯობებით ართობენ სტუმარს და თან მრავალფეროვანი კერძებით უმასპინძლდებიან. კერძებში ნიგოზს და თხილს იყენებენ, რაც არაჩვეულებრივ გემოს აძლევს ადგილზე მოყვანილ პროდუქტს. გურიაში განსაკუთრებული კერძები და საკვებია: საცივი, ღომი, გურული ღვეზელი, ხარჩო, მჭადი, ყველი, პური, მწვანილი, ლობიო, ფხალი, ხაჭაპური, თევზი, ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცის კერძების მრავალსახეობა, ბოსტნეული, ნანადირევი, თაფლი, ხილი, ჩირი, მურაბა და სხვა.
კურორტები:
გურიის ტერიტორიაზე რამდენიმე კურორტია: ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი, ბახმარო და ნაბეღლავი. ურეკი და შეკვეთილი შავი ზღვის სანაპიროზე 25 კმ-ზეა გადაჭიმული. მათგან უდავოდ გამორჩეულია ურეკი, რომლის პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. მაღალმთიანი კურორტებიდან აღსანიშნავია ბახმარო, რომელიც ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში მდებარეობს. ბახმარო ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარეობს. აქ გაშლილი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, რაც აქაური კლიმატის უნიკალურობას განაპირობებს. ბახმარო განსაკუთრებით მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც ფილტვების გაჯანსაღება და ეკოლოგიურად საღი საკვები ესაჭიროება. სოფელ ნაბეღლავის ბალნეოლოგიური კურორტი ცნობილია მინერალური წყლებით. აქ ისხმევა სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი “ნაბეღლავი”, რომელიც საერთაშორისო ბაზარზედაც პოპულარულობით სარგებლობს.