მენიუ
intro
სასტუმრო
ტური

სამეგრელო

სამეგრელო საქართველოში-1
სამეგრელო საქართველოში-2
სამეგრელო საქართველოში-3
სამეგრელო საქართველოში-4
სამეგრელო საქართველოში-5
სამეგრელო საქართველოში-6
სამეგრელო საქართველოში-7
სამეგრელო საქართველოში-8
სამეგრელო საქართველოში-9
სამეგრელო საქართველოში-10
სამეგრელო საქართველოში-11
სამეგრელო საქართველოში-12
სამეგრელო საქართველოში-13
სამეგრელო საქართველოში-14
სამეგრელო საქართველოში-15
სამეგრელო საქართველოში-16
სამეგრელო საქართველოში-17
სამეგრელო საქართველოში-18
სამეგრელო საქართველოში-19
სამეგრელო საქართველოში-20
სამეგრელო საქართველოში-21
სამეგრელო საქართველოში-22
სამეგრელო საქართველოში-23
სამეგრელო საქართველოში-24
სამეგრელო საქართველოში-25
სამეგრელო საქართველოში-26
სამეგრელო საქართველოში-27
სამეგრელო საქართველოში-28
სამეგრელო საქართველოში-29
სამეგრელო საქართველოში-30
სამეგრელო საქართველოში-31
სამეგრელო საქართველოში-32
სამეგრელო საქართველოში-33
სამეგრელო საქართველოში-34
სამეგრელო საქართველოში-35
სამეგრელო საქართველოში-36
სამეგრელო საქართველოში-37
სამეგრელო საქართველოში-38
სამეგრელო საქართველოში-39
სამეგრელო საქართველოში-40
სამეგრელო საქართველოში-41
სამეგრელო საქართველოში-42
სამეგრელო საქართველოში-43
სამეგრელო საქართველოში-44
სამეგრელო საქართველოში-45
სამეგრელო საქართველოში-46
სამეგრელო საქართველოში-47
სამეგრელო საქართველოში-48
სამეგრელო საქართველოში-49
სამეგრელო საქართველოში-50
სამეგრელო საქართველოში-51
სამეგრელო საქართველოში-52
სამეგრელო საქართველოში-53
სამეგრელო საქართველოში-54
სამეგრელო საქართველოში-55
სამეგრელო საქართველოში-56
სამეგრელო საქართველოში-57
სამეგრელო საქართველოში-58
სამეგრელო საქართველოში-59

სამეგრელოს ჩრდილოეთით სვანეთი და კავკასიონის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით რაჭა, აღმოსავლეთით იმერეთი, სამხრეთით გურია, ჩრდილო-დასავლეთით აფხაზეთი, დასავლეთით კი შავი ზღვა ესაზღვრება. რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქი ზუგდიდი წარმოადგენს. ზუგდიდის გარდა რეგიონი მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს: აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი და საქართველოს ერთ-ერთი მთავრი საპორტო ქალაქი ფოთი.

გეოგრაფია:

სამეგრელო მდებარეობს მდინარე რიონის, ენგურის, ცხენისწყლის ხეობებსა და შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის ქედის მთისწინა და ნაწილობრივ მთის ზოლში. მოიცავს როგორც დაბლობს, უმეტესად ჭაობიან ნიადაგებს, ისე ბორცვ-გორაკებსა და ხეობებს. სამეგრელოში მდებარეობს კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი. იგი მოიცავს კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებს, ზღვის აკვატორიასა და პალიასტომის ტბას. ზღვის სანაპირო ხაზს გასწვრივ ქვიშიანი დიუნების ვიწრო ზოლი მიუყვება, პარკის ძირითადი ნაწილი ტორფიანი ჭაობია. ტორფის შრის სიღრმე ზოგიერთ ადგილზე 12 მეტრს აღემატება. ზედაპირი დაქსელილია ჭაობის მდორე მდინარეებით. ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავალი ტბაა. მათ შორის აღსანიშნავია პალიასტომის ტბა, რომელიც წარსულში შავი ზღვის ყურე ყოფილა. კოლხეთის დაბლობის მცენარეული საფარი ძალიან მდიდარია. მის უნიკალურობას განაპირობებს ენდემური სახეობების სიუხვე.

ჰავა / კლიმატი:

სამეგრელოს ზღვისპირეთში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, აქ ცხელი ზაფხული და თბილი ზამთარი იცის. დაბლობში წლის საშუალო ტემპერატურა +13-19 C-ია. ჩრდილოეთით, მთების სიმაღლის მატებასთან ერთად, ჰაერის ტემპერატურა კლებულობს.

არგონავტების მითი:

უძველეს დროში ლეგენდარული კოლხეთის სამეფო ახლანდელი სამეგრელოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. ძველი ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთში მეფობდა მზის ღმერთის, ჰელიოსის, შვილი აიეტი, რომელთანაც ინახებოდა ოქროს საწმისი - ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავი. სწორედ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად საბერძნეთიდან კოლხეთში გაემართა 50 ბერძენი გმირი იასონის მეთაურობით. მათ ხომალდს “არგო” ერქვა, ამიტომ ექსპედიციის მონაწილეებს არგონავტები უწოდეს. კოლხეთის მეფე აიეტმა არგონავტები თავის სასახლეში მიიღო. ბერძნები გააოცა მეფის სასახლის ბრწყინვალებამ: გალავანმა, ფართო ჭიშკრებმა, სპილენძის ქონგურებით დამშვენებულმა ქვის მაღალმა სვეტებმა. ეზოში ვაზები გაშლილიყვნენ, ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი ჩქეფდა: ერთი რძის იყო, მეორე- ღვინის, მესამე - სურნელოვანი ზეთის, ხოლო მეოთხე - წყლის. იასონმა ამცნო მეფეს თავისი მოსვლის მიზანი და ოქროს საწმისის სანაცვლოდ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. მეფემ აღუთქვა იასონს ოქროს საწმისი, თუ ის შეძლებდა ჰეფესტოს მიერ სპეციალურად აიეტისთვის გამოჭედილი სპილენძისფეხებიანი და ცეცხლისმფრქვეველი ხარების უღელში შებმას, შემდეგ ფოლადის გუთნით მინდვრის მოხვნას და ნახნავში ურჩხულის კბილების დათესვას. ბოლოს კი ამ კბილებიდან აღმოცენებული სპილენძის-ჯავშნიანი მეომრების დამარცხებას. აიეტი ფიქრობდა, რომ იასონი დავალების შესრულებისას დაიღუპებოდა. იასონს დაეხმარა ქალღმერთი აფროდიტე, რომლის ნებითაც აიეტის ქალიშვილს, ჯადოქარ და მზეთუნახავ მედეას, შეუყვარდა იასონი. მედეა დაეხმარა იასონს და მანაც მეფე აიეტის ყველა ბრძანება შეასრულა. კოლხეთის მეფე მაინც არ აპირებდა ოქროს საწმისის გაცემას. მაშინ მედეამ მიაძინა საწმისის მცველი ასთვალა ურჩხული არგუსი, იასონმა კი გაიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყვანა.

ქალაქი ფოთი:

ქალაქი ფოთი ანტიკური ფაზისია, დაარსდა ძვ.წ. VII საუკუნეში და მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. ფაზისი ისტორიულ წყაროებში უკვე ძვ.წ. VIII საუკუნეში მოიხსენიება. მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების განვითარებამ ანტიკური ქალაქი კოლხეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ქალაქად აქცია. ქალაქი ცნობილი იყო თავისი კულტურითაც, რიტორიკული სკოლით - ფაზისის აკადემია. ძველი ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის სიტყვებით ფაზისში თავს იყრიდა 60 ტომი, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. ანდრია პირველწოდებულმა ფაზისში იქადაგა ქრისტიანობა. 533 წ. ფაზისის ეპისკოპოსი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა. ქალაქს თურქების მრავალი შემოსევა ახსოვს. 1725 წელს ფოთის აღების შემდეგ თურქებმა აქ სწორკუთხა ციხე ააგეს ოთხი კოშკით თითოეულ კუთხეში. 1828 წელს, როდესაც ფოთი საქართველოს დაუბრუნდა, ციხე დაანგრიეს და მისი მასალა პორტის მშენებლობაში გამოიყენეს. 1858 წელს ფოთი საპორტო ქალაქად გამოცხადდა. XX ს-ის 50-60-იან წლებში ქალაქი გაიზარდა და შეიცვალა იერ-სახე. ფოთი გახდა კოლხეთის ჭაობის დაშრობისა და ათვისების სამეცნიერო ცენტრი. ამჟამად ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია.

ნოქალაქევი:

ნოქალაქევი საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. სხვადასხვა წყაროებში ის ციხე-გოჯისა და არქეოპოლისის სახელითაც არის ცნობილი. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც კოლხეთის ლეგენდარული დედაქალაქი აია წორედ ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა. ნოქალაქევის ყველაზე ადრინდელი ფენები ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. აქ აღმოჩენილია ამავე პერიოდის მცირე ზომის ქანდაკებები და ორთავიანი ცხოველების მინიატურები. აღსანიშნავია ელინისტური ხანა. ამ პერიოდის ქვევრ-სამარხებში აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის სამკაულები და მრავალფეროვანი კერამიკული მასალა. ახ. წ-ის IV საუკუნეში ნოქალაქევი ციხე-ქალაქი იყო, რომელიც ლაზიკის სამეფოსა და მთელი დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი გახდა. V-VI საუკუნეებში ქალაქი სამკილომეტრიანი სიგრძის გალავნით იყო შემოზღუდული და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სასახლეების, ქრისტიანული ტაძრების, აბანოების, გვირაბების და სხვადასხვა დანიშნულების შენობანაგებობების ფრაგმენტები. ციხე-ქალაქი, ფაქტობრივად აუღებელი იყო. სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით კი სამი გალავანი. კოშკებისა და ჭიშკრების რთული სისტემის გამო მისი მისადგომები სირთულეებს უქმნიდა თავდამსხმელებს. მდინარესთან ჩამავალი გვირაბი, წყალმომარაგების ფუნქციასთან ერთად, სამდინარო ჭიშკრის მოვალეობასაც ასრულებდა. XI საუკუნის ქართული წყაროს მიხედვით, ნოქალაქევი მურვან ყრუს VIII საუკუნის 30-იან წლებში დაურბევია. დროთა განმავლობაში ციხექალაქმა დაკარგა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ გვიან შუა საუკუნეებში ისევ განვითარდა და XVI-XVIII საუკუნეებში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავართა - დადიანების რეზიდენციას წარმოადგენდა.

კურორტები:

მენჯი: მენჯი ბალნეოლოგიური კურორტია სენაკის რაიონში, მდინარე ცივის ხეობაში, ზღვის დონიდან 29 მ. ჰავა სუბტროპიკუია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურე 5, 2, C) ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,C) შეფარდებითი სინოტივე -73%; ნალექების წლიური რაოდენობა - 1480 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ. წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი - მთელი წელი.

ლებარდე: ლებარდე მთის ლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე, მარტვილის რაიონში, ზღვის დონიდან 1600 მ. ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურე-4,1 C) და ზომიერად გრილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურე 16 C). ნალექები 1500 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. სეზონი - ივნისი-ოქტომბერი.

მუხური-ლუგელა: ლუგელას მინეალური წყალი გამოდის სამეგრელოს ქედის ქვემო წელში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში. ჭყალი გამჭვირვალეა, უნალექო და უგაზო, არ იყინება 25 გრადუსზეც. ლუგელას წყლის საბადოს ტერიტორიიდან 3 კმ-ით დაშორებულია ცნობილი კურორტი მუხური, რომელსაც შუაზე ჩამოუვლის მდინარე ხობისწყალი. ლუგელას წყალს სამკურნალოდ იყენებენ სისხლისდენისას, რაქიტის, პარათიედოური ჯირკვლების უკმაისობისას, ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვისას, ანტიალერგიულია, კანის პარენქიმული ჰეპატიტის, ნეფრიტის, სტომატისის, კონიუქტივიტის დროს, ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

მღვიმეები:

სამეგრელო მდიდარია მღვიმეებით. მათი უმრავლესობა მიგარიას მთებში მდებარეობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია ზესნახე, ფოთოლცვენა და ხავერდოვანას მღვიმე. მღვიმეები ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს სპელეოლოგთათვის და სპორტსმენებისთვის. ტობავარჩხლი - კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.

სამეგრელო საქართველოში-1
სამეგრელო საქართველოში-2
სამეგრელო საქართველოში-3
სამეგრელო საქართველოში-4
სამეგრელო საქართველოში-5
სამეგრელო საქართველოში-6
სამეგრელო საქართველოში-7
სამეგრელო საქართველოში-8
სამეგრელო საქართველოში-9
სამეგრელო საქართველოში-10
სამეგრელო საქართველოში-11
სამეგრელო საქართველოში-12
სამეგრელო საქართველოში-13
სამეგრელო საქართველოში-14
სამეგრელო საქართველოში-15
სამეგრელო საქართველოში-16
სამეგრელო საქართველოში-17
სამეგრელო საქართველოში-18
სამეგრელო საქართველოში-19
სამეგრელო საქართველოში-20
სამეგრელო საქართველოში-21
სამეგრელო საქართველოში-22
სამეგრელო საქართველოში-23
სამეგრელო საქართველოში-24
სამეგრელო საქართველოში-25
სამეგრელო საქართველოში-26
სამეგრელო საქართველოში-27
სამეგრელო საქართველოში-28
სამეგრელო საქართველოში-29
სამეგრელო საქართველოში-30
სამეგრელო საქართველოში-31
სამეგრელო საქართველოში-32
სამეგრელო საქართველოში-33
სამეგრელო საქართველოში-34
სამეგრელო საქართველოში-35
სამეგრელო საქართველოში-36
სამეგრელო საქართველოში-37
სამეგრელო საქართველოში-38
სამეგრელო საქართველოში-39
სამეგრელო საქართველოში-40
სამეგრელო საქართველოში-41
სამეგრელო საქართველოში-42
სამეგრელო საქართველოში-43
სამეგრელო საქართველოში-44
სამეგრელო საქართველოში-45
სამეგრელო საქართველოში-46
სამეგრელო საქართველოში-47
სამეგრელო საქართველოში-48
სამეგრელო საქართველოში-49
სამეგრელო საქართველოში-50
სამეგრელო საქართველოში-51
სამეგრელო საქართველოში-52
სამეგრელო საქართველოში-53
სამეგრელო საქართველოში-54
სამეგრელო საქართველოში-55
სამეგრელო საქართველოში-56
სამეგრელო საქართველოში-57
სამეგრელო საქართველოში-58
სამეგრელო საქართველოში-59