მენიუ
intro
სასტუმრო
ტური

იმერეთი

იმერეთი საქართველოში-32
იმერეთი საქართველოში-1
იმერეთი საქართველოში-2
იმერეთი საქართველოში-3
იმერეთი საქართველოში-4
იმერეთი საქართველოში-5
იმერეთი საქართველოში-6
იმერეთი საქართველოში-7
იმერეთი საქართველოში-8
იმერეთი საქართველოში-9
იმერეთი საქართველოში-10
იმერეთი საქართველოში-11
იმერეთი საქართველოში-12
იმერეთი საქართველოში-13
იმერეთი საქართველოში-14
იმერეთი საქართველოში-15
იმერეთი საქართველოში-16
იმერეთი საქართველოში-17
იმერეთი საქართველოში-18
იმერეთი საქართველოში-19
იმერეთი საქართველოში-20
იმერეთი საქართველოში-21
იმერეთი საქართველოში-22
იმერეთი საქართველოში-23
იმერეთი საქართველოში-24
იმერეთი საქართველოში-25
იმერეთი საქართველოში-26
იმერეთი საქართველოში-27
იმერეთი საქართველოში-28
იმერეთი საქართველოში-29
იმერეთი საქართველოში-30
იმერეთი საქართველოში-31
იმერეთი საქართველოში-33
იმერეთი საქართველოში-34
იმერეთი საქართველოში-35
იმერეთი საქართველოში-36
იმერეთი საქართველოში-37
იმერეთი საქართველოში-38
იმერეთი საქართველოში-39
იმერეთი საქართველოში-40
იმერეთი საქართველოში-41
იმერეთი საქართველოში-42
იმერეთი საქართველოში-43
იმერეთი საქართველოში-44
იმერეთი საქართველოში-45
იმერეთი საქართველოში-46
იმერეთი საქართველოში-47
იმერეთი საქართველოში-48
იმერეთი საქართველოში-49
იმერეთი საქართველოში-50
იმერეთი საქართველოში-51
იმერეთი საქართველოში-52
იმერეთი საქართველოში-53
იმერეთი საქართველოში-54
იმერეთი საქართველოში-55
იმერეთი საქართველოში-56
იმერეთი საქართველოში-57
იმერეთი საქართველოში-58
იმერეთი საქართველოში-59
იმერეთი საქართველოში-60
იმერეთი საქართველოში-61
იმერეთი საქართველოში-62
იმერეთი საქართველოში-63
იმერეთი საქართველოში-64
იმერეთი საქართველოში-65
იმერეთი საქართველოში-66
იმერეთი საქართველოში-67
იმერეთი საქართველოში-68
იმერეთი საქართველოში-69
იმერეთი საქართველოში-70
იმერეთი საქართველოში-71
იმერეთი საქართველოში-72

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი. იმერეთი ზემო და ქვემო იმერეთად იყოფა. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ლიხის ქედით, დასავლეთით მას მდინარე ცხენისწყალი ესაზღვრება, მისგან ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით ფერსათის ანუ მესხეთის მთები მდებარეობს. იმერეთის დაბლობის ლანდშაფტები კოლხური მცენარეულობითაა დაფარული. იმერეთის ტყეები მდიდარია ცხოველებითა და ფრინველებით. იმერეთის დიდი ქალაქები და დასახლებებია: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, საჩხერე, ჭიათურა, ხონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, ვარციხე, ხარაგაული, შორაპანი, კულაში, თერჯოლა, ტყიბული და მრავალი სოფელი. იმერეთზე გამავალი მდინარეებია: ძირულა, ჩხერიმელა, ყვირილა, რიკოთულა და სხვა.

ჰავა / კლიმატი:

იმერეთის დაბლობი კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს. აქ ზღვის სუბტროპიკული ჰავაა გავრცელებული. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა 11-15 C გრადუსია. ნალექი წელიწადში 1300-180 მმ-ს აღწევს. ზემო იმერეთის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის შედარებით ცივი და უხვნალექიანი ზამთარი.

კულტურა და ტრადიცია:

იმერეთი გამოირჩევა მაღალგანვითარებული სულიერი, სამეურნეო და მატერიალური კულტურით. იმერეთში განვითარებულია მევენახეობა, მემინდვრეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, რძის პროდუქტების წარმოება, მებაღეობა. სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მევენახეობას, მესიმინდეობასა და მეხილეობას ენიჭებოდა. აქ ხარობდა ვაზის უნიკალური ჯიშებიც. ვაზის გაშენება იმერეთში უხსოვარ დროში დაიწყეს. ქეიფი, ლხინი და დროსტარება იმერლების ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ხოლო სიმღერა - იმერული სუფრის თანმხლები ატრიბუტი. ქალაქური სიმღერების ტრადიცია და გიტარის თანხლებით სიმღერების შესრულება იმერეთიდან მოდის. იმერეთში დღესაც, ლხინის დროს, მღერიან ხალხურ მრავალხმიან,ლირიკულ და სახუმარო სიმღერებს. იმერეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში შემოინახა ხალხური რელიგიური რიტუალები და წეს-ჩვეულებები. იმერეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაული ახალი წელი იყო. იმერლები მშენებლობის ოსტატობით და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან. იმერეთის სოფლებში ძალიან შთამბეჭდავია მთლიანი კარ-მიდამო, რომლის დაგეგმვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საცხოვრებელი სახლი ეზოს ცენტრში დგას, აივანი კი მზისკენ არის მიქცეული. სახლები ერთ ან ორსართულიანია. ძველი სახლები კრამიტით არის გადახურული და მოჩუქურთმებული აივნები ამშვენებთ. უაღრესად კოლორიტულია სოფლის ორღობეები, ამოშენებული წყაროები, მოვლილი ეზოები, ხის აივნებიანი და ბუხრიანი სახლები, სამზარეულოდ განკუთვნილი პატარა ნაგებობები, მარნები და სასიმინდეები. იმერეთის მებუხრეები განთქმულები იყვნენ მთელ საქართველოში, მათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იწვევდნენ ბუხრის ასაშენებლად. თითოეულ მათგანს თავისი სტილი და მეთოდი ჰქონდა. იმერეთის სოფლებს განსაკუთრებული ხიბლი და კოლორიტი ახასიათებს. შეუდარებელია თიხის თონეში გამომცხვარი შოთის პური, კეცზე შემწვარი სოკო და კალმახი. ღვინის შესანახი ჭურჭელი - ქვევრი მიწაში იდება და გრილად ინახავს ღვინოს ცხელი ზაფხულის პირობებში, რაც ღვინის შენახვის ვადას აგრძელებს. ასევე მოსახერხებელია სასმელი წყლის გრილად შენახვა თიხის დოქში. ქართულ ტრადიციულ სუფრაზე მნიშვნელოვანი სადღეგრძელოების შესმა მიღებულია განსაკუთრებული, “განსხავავებული”, ზოგჯერ საკმაოდ სიმბოლური სასმისებით. ასეთ დროს იყენებენ თიხის ფიალებს, ყანწებს, ჭინჭილებს და კრამიტსაც კი. სოფელ შროშაში მდებარეობს თიხის ნაწარმის დიდი ბაზრობა. აქ თონისა და უზარმაზარი ქვევრების, ქოთნების, კეცების, დოქების, ფიალების, ყანწების, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჭინჭილების დიდი არჩევანია.

სამზარეულო:

იმერლები საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია. აქ მრავალფეროვანი კერძებით უმასპინძლდებიან სტუმარს. კერძებში ნიგოზს იყენებენ, რაც არაჩვეულებრივ გემოს აძლევს ადგილზე მოყვანილ პროდუქტს. იმერეთში განსაკუთრებული კერძები და საკვებია: ხაჭაპური, საცივი, ღომი, მჭადი, ყველი, პური, მწვანილეული, ლობიო, ფხალი, სალათები, თევზი, ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცის კერძების მრავალსახეობა, ბოსტნეული, თაფლი, ხილი, ჩირი, მურაბა და სხვა... იმერლებს განსაკუთრებით უყვართ მაყვლისა და მკუხე ყურძნის (ისრიმის) წვენში, ე.წ. ისრიმმაყვალში ჩადებული შემწვარი წიწილა. კერძების უმრავლესობა თიხის ჭურჭელში მზადდებოდა და მწვანილეულით იყო გაფორმებული.

დაცული ტერიტორიები:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს რამდენიმე შესასვლელი აქვს. ერთ-ერთი მათგანი ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისში მდებარეუბს. თავად ბორჯომ-ხარაგაულის პარკი უდიდესია ევროპაში. მისი ტერიტორია 76000 ჰექტარს აღემატება, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1 %-ს შეადგენს. ნაკრძალი აჭარა-იმერეთის ქედის აღმოსავლეთის მონაკვეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზეა გადაშლილი. მისი უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილი გეოგრაფიულად იმ ადგილს ემთხვევა, სადაც აჭარა-იმერეთის ქედი ლიხის ქედში გადადის. ეროვნულ ნაკრძალში კოლხეთის, კავკასიის, წინა აზიისა და მცირე აზიისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა ერთად არის წარმოდგენილი. სწორედ ბიომრავალფეროვნება განსაზღვრავს ეროვნული პარკის უნიკალურობას. ეროვნული პარკის ჩრდილოეთის საზღვარი ზღვის დონიდან 1000 - 1800 მეტრის სიმაღლეზე გადის და მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიუყვება. პარკი ესაზღვრება ხარაგაულის რაიონის სოფლებს: ნუნისს,ზვარეს, ვარანს, მოლითს, მარელისს,ლეღვანს, სხლითს, ფარცხანს და ხიდარს. პარკის ამ ნაწილში უმეტესად კოლხური ტიპის ტყის მასივებია გავრცელებული. აქ ბინადრობენ მტაცებელი ძუძუმწოვარი და ჩლიქოსანი ცხოველები, აგრეთვე იშვიათი ფრინველები. ეროვნული პარკის ხარაგაულის ნაწილში მრავალი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის აღსანიშნავია “რკინის ჯვარი”-ს მთა, რომლის სიმაღლე 2439 მეტრს აღწევს. ეს მთა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, წმინდა მოციქულები ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა საქართველოში ღვთისმშობლის დავალებით შემოვიდნენ და ხელთუქმნელი ხატი შემოაბრძანეს. მათვე აღუმართავთ პირველი ქრისტიანული ხატი. იმ ადგილსა და მთას კი, რომელზედაც ჯვარი იდგა, “რკინის ჯვარი ეწოდა”.

სათაფლიას ნაკრძალი: სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისის მახლობლად, სათაფლიის მთაზე მდებარეობს. ნაკრძალში იშვიათი გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, სპელეოლოგიური, ზოოლოგიური და ბოტანიკური ნიმუში არსებობს. მისი საერთო ფართობი 354 ჰექტარია, რელიეფი მთაგორიანია და თითქმის მთლიანად კოლხური ტიპის ტყეებითაა დაფარული. ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავალი კარსტული მღვიმეა. ყველაზე საინტერესოა სამგურალის სერზე მდებარე “სათაფლიის მღვიმე.” იგი დერეფნული ტიპისაა, განშტოებებითა და დარბაზებით, რომელთათვისაც ერთობ ლირიკული სახელები დაურქმევიათ: “გუმბათოვანი,” “ნაღვენთების სასაფლაო” და სხვ. მღვიმე მდიდარია სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და ფარდებით. მისი საერთო სიგრძე 600 მეტრია. მასში პატარა მდინარე მიედინება, რომელსაც 30 მილიონი წლის მანძილზე გამოუკვეთავს მღვიმე. ერთ-ერთ დარბაზში ჭაა, რომელშიც ჩანჩქერი ვარდება, ფსკერზე კი პატარა ტბაა. აქვე აღმოჩენილია დინოზავრის 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც ორ იარუსად, კირქვებზეა აღბეჭდილი. ჩრდილოეთით ყვავილებით დაფარული კლდოვანი რელიეფია. ამ კლდეში ფუტკრის მრავალი ოჯახი ბინადრობს. სწორედ ამ ფუტკრების არსებობამ განაპირობა, რომ ნაკრძალს და მღვიმეს “სათაფლია” ეწოდა. სათაფლიის მღვიმე კეთილმოწყობილია. ნაკრძალის ტერიტორიაზე კი ფუნქციონირებს ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

აჯამეთის ნაკრძალი: აჯამეთის ნაკრძალი საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი მცენარეებით, გარეული ფრინველებითა და ცხოველებით. ისტორიულ წყაროებში აჯამეთი პირველად მოიხსენიება მეფე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ, მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი. ვახუშტის ცნობით, “აჯამეთი არს სანადირო მეფეთა, აღვსილი დიდ-მცირეთა ნადირთა”.

იმერეთი საქართველოში-32
იმერეთი საქართველოში-1
იმერეთი საქართველოში-2
იმერეთი საქართველოში-3
იმერეთი საქართველოში-4
იმერეთი საქართველოში-5
იმერეთი საქართველოში-6
იმერეთი საქართველოში-7
იმერეთი საქართველოში-8
იმერეთი საქართველოში-9
იმერეთი საქართველოში-10
იმერეთი საქართველოში-11
იმერეთი საქართველოში-12
იმერეთი საქართველოში-13
იმერეთი საქართველოში-14
იმერეთი საქართველოში-15
იმერეთი საქართველოში-16
იმერეთი საქართველოში-17
იმერეთი საქართველოში-18
იმერეთი საქართველოში-19
იმერეთი საქართველოში-20
იმერეთი საქართველოში-21
იმერეთი საქართველოში-22
იმერეთი საქართველოში-23
იმერეთი საქართველოში-24
იმერეთი საქართველოში-25
იმერეთი საქართველოში-26
იმერეთი საქართველოში-27
იმერეთი საქართველოში-28
იმერეთი საქართველოში-29
იმერეთი საქართველოში-30
იმერეთი საქართველოში-31
იმერეთი საქართველოში-33
იმერეთი საქართველოში-34
იმერეთი საქართველოში-35
იმერეთი საქართველოში-36
იმერეთი საქართველოში-37
იმერეთი საქართველოში-38
იმერეთი საქართველოში-39
იმერეთი საქართველოში-40
იმერეთი საქართველოში-41
იმერეთი საქართველოში-42
იმერეთი საქართველოში-43
იმერეთი საქართველოში-44
იმერეთი საქართველოში-45
იმერეთი საქართველოში-46
იმერეთი საქართველოში-47
იმერეთი საქართველოში-48
იმერეთი საქართველოში-49
იმერეთი საქართველოში-50
იმერეთი საქართველოში-51
იმერეთი საქართველოში-52
იმერეთი საქართველოში-53
იმერეთი საქართველოში-54
იმერეთი საქართველოში-55
იმერეთი საქართველოში-56
იმერეთი საქართველოში-57
იმერეთი საქართველოში-58
იმერეთი საქართველოში-59
იმერეთი საქართველოში-60
იმერეთი საქართველოში-61
იმერეთი საქართველოში-62
იმერეთი საქართველოში-63
იმერეთი საქართველოში-64
იმერეთი საქართველოში-65
იმერეთი საქართველოში-66
იმერეთი საქართველოში-67
იმერეთი საქართველოში-68
იმერეთი საქართველოში-69
იმერეთი საქართველოში-70
იმერეთი საქართველოში-71
იმერეთი საქართველოში-72