მენიუ
intro
სასტუმრო
ტური
სეზონური ტურები

გეოგრაფია / კლიმატი:

საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარეობს, კონტინენტების – ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. ქვეყნის მთლიანი ფართობი დაახლოებით 69, 700 კვადრატული კილომეტრია, რაც ამერიკის შტატის – დასავლეთ ვირჯინიის ან შვეიცარიის ფართობის ტოლია. ჩრდილოეთით საქართველო 723 კილომეტრიან საზღვარს იყოფს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთით იგი აზერბაიჯანს ესაზღვრება (322 კმ.), სამხრეთით – სომხეთს (164კმ.), ხოლო სამხრეთ-დასავლეთით თურქეთს ემიჯნება (252კმ.). საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა. ლიხის ქედი მას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დასავლეთ ნაწილი კოლხეთის, ხოლო აღმოსავლეთი იბერიის სახელით იყო ცნობილი. ქვეყნის სამხრეთი მცირე კანკასიონის ქედებს უკავია. ჩრდილოეთ კავკასიონის მთები გაცილებით შთამბეჭდავია და მათი სიმაღლე 5 000 მეტრს სცილდება ზღვის დონიდან. საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარაა 5 201 მეტრზე ზღვის დონიდან. სიმაღლით გამოირჩევა მთები: ყაზბეგი (5 047 მეტრი), თეთნულდი (4 974 მეტრი) და უშბა (4 710 მეტრი). ლანდშაფტი საქართველოში ძალზედ მრავალფეროვანია. ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონები კავკასიონის სამხრეთ კალთებზეა შეფენილი. მცირე კავკასიონის ქედი, რომელიც თურქეთისა და სომხეთის საზღვრების პარალელურად გადის და სურამის/ლიხის ქედი, რომელიც მცირე კავკასიონს კავკასიონთან აკავშირებს წარმოქმნის ბუნებრივ ბარიერს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობდა რეგიონებს შორის კულტურული თუ ლინგვისტური განსხვავებების ჩამოყალიბებას. მტკვარი ქვეყანაში ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა. დასავლეთ საქართველოს მთავარი მდინარეა რიონი, რომელიც სათავეს ჩრდილოეთ კავკასიონში იღებს და ფოთის მახლობლად შავ ზღვაში ჩაედინება. საქართვგელოს კლიმატი თბილი და სასიამოვნოა. ქვეყნის ჰავის geo clima 4 small  geo clima 5 small ფორმირებაზე  გავლენას ახდენს შავი ზღვა და დიდი კავკასიონის მთები, რომლებიც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენენ და ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან იცავენ. ქვეყნის კლიმატი უაღრესად მრავალფეროვანია. ძირითადად აქ ორი ძირითადი კლიმატური ზონაა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. დიდი კავკასიონის ქედი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ჰავის ფორმირებაზე და ქვეყანას იცავს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების შემოდინებისაგან. მცირე კავკასიონი კი ნაწილობრივ აკავებს სამხრეთის მშრალი და ცხელი ჰაერის მასებს. დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ნოტიონ სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. წლიური ნალექი 1000-4000 მმ.-ს აღწევს. კლიმატი ზღვის დონის მატებასთან ერთად მკვეთრად იცვლება. დაბლობში ჰავა თბილი და სასიამოვნოა. მთის კლიმატი კი მკაცრია. ზაფხული ჭარბტენიანობით ხასიათდება, ზამთარში კი თოვლის საფარი ხანდახან 2 მეტრს აჭარბებს). აჭარა კავკასიონის ყველაზე უხვტენიანი რეგიონია. მთა მტირალა, ქობულეთის აღმოსავლეთით, წლის განმავლობაში 4500 მმ.-მდე ნალექს იღებს. დასავლეთ საქარველოში ზამთრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი, ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსია. აღმოსავლეთ საქართველო ხასიათდება გარდამავალი ჰავით ნოტიო სუბტროპიკულიდან კონტინენტალურამდე. რეგიონის ჰავას განსაზღვრავს ცენტრალური აზიიდან შემოდინებული მშრალი და შავი ზღვის ნოტიო ჰაერის მასები. აღმოსავლეთ საქართველოს წლიური ნალექიანობა მკვეთრად ჩამორჩება დასავლეთისას და ის 400-დან 1600 მმ.-მე მერყეობს. რეგიონის ყველაზე ნალექიანი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა. ზაფხული და ზამთარი შედაებით მცირე ნალექიანობით ხასიათდება. ზღვის დონის მატებასთან ერთად ტემპერატურა თანდათან იკლებს. 2000 მეტრამდე ზღვის დონიდან მთიან რეგიონებში ხანდახან ზაფხულშიც კი ყინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. აღმოსავლეთ საქარველოში ზაფხულის საშუალო ტემპრეატურა 20-24, ხოლო ზამთრის საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია.