მენიუ
intro
სასტუმრო
ტური
სეზონური ტურები

ზოგადი ცნობები საქართველოს შესახებ:

მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება სხვა ქვეყანა, რომელმაც უამრავ შემოსევას თუ ქარტეხილს გაუძლო და დღემდე მოახერხა შეენარჩუნებია თავისი ბუნებრიობა და ხასიათი. ქვეყნის შესახებ 3 000 წლის წინანდელ ისტორიულ წყაროებში არის საუბარი. მცირე კავკასიონში ახლახან აღმოჩენილმა ჰომინიდების ნაშთებმა დაამტკიცა ის ფაქტი, რომ 1.8 მილიონი წლის წინ კავკასიონში ადამიანები ბინადრობდნენ. ქვის ხანაში მათი რეგიონში ჩამოსახლება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამ დროიდან მოყოლებული ადამიანებს საქართველოს ტერიტორია აღარასდროს მიუტოვებიათ. ქართული ენა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ენა არის მსოფლიო ენებს შორის. იგი 2 000 წლისაა, რომელსაც საკუთარი დამწერლობა აქვს. ქართული დამწერლობის პირველი ნიმუშები V საუკუნის ისტორიულ ძეგლებზე იქნა აღმოჩენილი. პირველი ასეთი ნიმუში აღმოაჩინეს პალესტინაში, ჯვრის მონასტერზე, რომელიც ბეთლემის უდაბნოში მდებარეობს და თბილისის სამხრეთით, ბოლნისის სიონის კედლებზე. ისტორიულად საქართველო ყოველთვის ძლევამოსილ იმპერიებს ესაზღვრებოდა. ქვეყნის უხვი მიწების დაპყრობას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ არაბები,მონღოლები და სხვა დამპყრობლები ქრისტეშობამდე პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული ვიდრე XVIII საუკუნემდე. უამრავი შემოსევის მიუხედევად, საქართველო X-XII საუკუნეებში გაერთიანდა. დავით აღმაშენებელმა (1089-1125 წწ.) XII საუკუნეში ქვეყანა გააერთიანა და ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. ამ პერიოდში იწყება საქართველოს რენესანსი – ოქროს ხანა, რომელიც თამარის მეფობის პერიოდსაც მოიცავს და ხასიათდება კულტურული აღმავლობით, ეკლესია-მონასტრების მშენებლობით. ამ დროს უამრავი ეკლესია აშენდა, რომელიც უნიკალური ფრესკებით შეიმკო.საქართველოს უკანასკნელმა დამპყრობმა – რუსეთმა საქართველოს ანექსაცია 1801 წელს დაიწყო და 1917 წელს დაასრულა. საქართველომ თითქმის 200 წელი დაჰყო რუსეთის უღელქვეშ, თავდაპირველად ის დიდი იმპერიის პროვინციას (გუბერნიას) წარმოადგენდა, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. თუმცა ყოველივეს მიუხედავად საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი ენა, კულტურა და სხვა ღისებები. 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და გამოეყო საბჭოთა კავშირს. 1992 წლიდან კი ქვეყანა 179-ე წევრად შეუერთდა გაერო-ს სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებს. 2003 წლის ნოემბერში საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. ქვეყანა ლიბერალური რეფორმების გზას დაადგა. დღესდღეობით საქართველო საპრეზიდენტო დემოკრატიის ქვეყანაა, რომლის სათავეშიც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას.

გეოგრაფია / კლიმატი:

საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარეობს, კონტინენტების – ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. ქვეყნის მთლიანი ფართობი დაახლოებით 69, 700 კვადრატული კილომეტრია, რაც ამერიკის შტატის – დასავლეთ ვირჯინიის ან შვეიცარიის ფართობის ტოლია. ჩრდილოეთით საქართველო 723 კილომეტრიან საზღვარს იყოფს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთით იგი აზერბაიჯანს ესაზღვრება (322 კმ.), სამხრეთით – სომხეთს (164კმ.), ხოლო სამხრეთ-დასავლეთით თურქეთს ემიჯნება (252კმ.). საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა. ლიხის ქედი მას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დასავლეთ ნაწილი კოლხეთის, ხოლო აღმოსავლეთი იბერიის სახელით იყო ცნობილი. ქვეყნის სამხრეთი მცირე კანკასიონის ქედებს უკავია. ჩრდილოეთ კავკასიონის მთები გაცილებით შთამბეჭდავია და მათი სიმაღლე 5 000 მეტრს სცილდება ზღვის დონიდან. საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარაა 5 201 მეტრზე ზღვის დონიდან. სიმაღლით გამოირჩევა მთები: ყაზბეგი (5 047 მეტრი), თეთნულდი (4 974 მეტრი) და უშბა (4 710 მეტრი). ლანდშაფტი საქართველოში ძალზედ მრავალფეროვანია. ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონები კავკასიონის სამხრეთ კალთებზეა შეფენილი. მცირე კავკასიონის ქედი, რომელიც თურქეთისა და სომხეთის საზღვრების პარალელურად გადის და სურამის/ლიხის ქედი, რომელიც მცირე კავკასიონს კავკასიონთან აკავშირებს წარმოქმნის ბუნებრივ ბარიერს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობდა რეგიონებს შორის კულტურული თუ ლინგვისტური განსხვავებების ჩამოყალიბებას. მტკვარი ქვეყანაში ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა. დასავლეთ საქართველოს მთავარი მდინარეა რიონი, რომელიც სათავეს ჩრდილოეთ კავკასიონში იღებს და ფოთის მახლობლად შავ ზღვაში ჩაედინება. საქართვგელოს კლიმატი თბილი და სასიამოვნოა. ქვეყნის ჰავის geo clima 4 small  geo clima 5 small ფორმირებაზე  გავლენას ახდენს შავი ზღვა და დიდი კავკასიონის მთები, რომლებიც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენენ და ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან იცავენ. ქვეყნის კლიმატი უაღრესად მრავალფეროვანია. ძირითადად აქ ორი ძირითადი კლიმატური ზონაა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. დიდი კავკასიონის ქედი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ჰავის ფორმირებაზე და ქვეყანას იცავს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების შემოდინებისაგან. მცირე კავკასიონი კი ნაწილობრივ აკავებს სამხრეთის მშრალი და ცხელი ჰაერის მასებს. დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ნოტიონ სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. წლიური ნალექი 1000-4000 მმ.-ს აღწევს. კლიმატი ზღვის დონის მატებასთან ერთად მკვეთრად იცვლება. დაბლობში ჰავა თბილი და სასიამოვნოა. მთის კლიმატი კი მკაცრია. ზაფხული ჭარბტენიანობით ხასიათდება, ზამთარში კი თოვლის საფარი ხანდახან 2 მეტრს აჭარბებს). აჭარა კავკასიონის ყველაზე უხვტენიანი რეგიონია. მთა მტირალა, ქობულეთის აღმოსავლეთით, წლის განმავლობაში 4500 მმ.-მდე ნალექს იღებს. დასავლეთ საქარველოში ზამთრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი, ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსია. აღმოსავლეთ საქართველო ხასიათდება გარდამავალი ჰავით ნოტიო სუბტროპიკულიდან კონტინენტალურამდე. რეგიონის ჰავას განსაზღვრავს ცენტრალური აზიიდან შემოდინებული მშრალი და შავი ზღვის ნოტიო ჰაერის მასები. აღმოსავლეთ საქართველოს წლიური ნალექიანობა მკვეთრად ჩამორჩება დასავლეთისას და ის 400-დან 1600 მმ.-მე მერყეობს. რეგიონის ყველაზე ნალექიანი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა. ზაფხული და ზამთარი შედაებით მცირე ნალექიანობით ხასიათდება. ზღვის დონის მატებასთან ერთად ტემპერატურა თანდათან იკლებს. 2000 მეტრამდე ზღვის დონიდან მთიან რეგიონებში ხანდახან ზაფხულშიც კი ყინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. აღმოსავლეთ საქარველოში ზაფხულის საშუალო ტემპრეატურა 20-24, ხოლო ზამთრის საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია.

რელიგია:

ისტორიული ცნობებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად 337 წელს გამოცხადდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანა-ს ზეობის დროს, თუმცა ქრისტიანული გადმოცემით ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა,  ხოლო შემდგომ კი მოციქულებმა წმინდა სვიმონ კანანელმა, წმინდა მატათემ და წმინდა ბართლომემ იქადაგეს. წყაროები მოგვითხრობენ, რომ მეფე მირიანის მეფობისას კაბადოკიიდან (თანამედროვე ცენტრალური თურქეთი) ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა ქალწული წმინდა ნინო; სწორედ მის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მას კი ქართველთა განმანათლებელი ეწოდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საქართველოში შემოსვლისთანავე წმ. ნინომ ვაზის რტოებისგან ჯვარი გააკეთა და საკუთარი თმებით შეკრა. ეს ჯვარი ამჟამად თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება და უდიდეს სიწმინდედ ითვლება, ხოლო წმ. ნინო კი, დაკრძალულია კახეთში ბოდბის დედათა მონასტერში. საქართველო გამორჩეულია თავისი ქრისტიანული საეკლესიო არქიტექტურით, მისი თვითმყოფადობითა და სიძველით. პირველი ტაძრები მე-5 საუკუნიდან გვხვდება (ბოლნისი, ურბნისი), ხოლო ოქროს ხანა კი, მე-11-13 საუკუნეებზე მოდის. ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ რელიგიური შემწყნარებლობით. ამის ნათელ მაგალითს თუნდაც თბილისში ერთ მოედანზე მდებარე ქართული ეკლესია, მუსლიმანური მეჩეთი, სომხური ეკლესია და ებრაული სინაგოგა წარმოადგენს.

ქართული ხასიათი:

ამბობენ, რომ ქართველები დედამიწაზე ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, მყარი ოჯახური და პიროვნული ღირსების მატარებელი ტრადიციებით.მათ სჯერათ, რომ სტუმარი ღვთისაა. მეგობრობას ყველაზე მაღალი ადგილი ენიჭება ადამიანურ სათნოებათა შორის. ამის განსაკუთრებული გამომხატველი მე-12 საუკუნის პოეტის შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” გახლავთ, რომელშიც ის პრინციპია გატარებული რომ პიროვნების ღირსებას არა მატერიალური დოვლათის, არამედ მეგობრების რაოდენობა განსაზღვრავს. ქართველები ამაყი, ემოციური და ღრმად ინდივიდუალისტური ხალხია. მათ თანამემამულეების მიმართ ერთობის ღრმად გამჯდარი გრძნობა გააჩნიათ. საქართველოში ქალი უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. ყურადღება მისაქცევია თბილისში არსებული ე.წ. “ქართლის დედა”-ს ქანდაკება რომელსაც მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავს მტრისათვის, ხოლო მარცხენაში ღვინის ფიალა სტუმრისათვის.

ქართული ენა და დამწერლობა:

ქართული ენა იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახის ქართველური ენების ჯგუფს განეკუთვნება და იგი თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ცოცხალ ენათა შორის ერთ-ერთი უძველესია. ქრისტეს აქეთ მე-5 საუკუნით დათარიღებულ ასირიულ ხელნაწერში “წიგნი ხალხებსა და ქვეყნებზე” დაცულია ცნობა რომ ცნობილ 73 ერს შორის მხოლოდ 14 გააჩნია დამწერლობა და მათ შორის ქართველებიც მოიხსენიებიან (ლათინური, სლავური, არაბული, ინდური, ჩინური, იაპონური, კორეული, ეთიოპური, ბერძნული, ქართული, სომხური, ებრაული, მონღოლური და სირიული). ქართველებს საკუთარი ორიგინალური დამწერლობა გააჩნიათ, სადაც ასოთა რაოდენობა ენაში არსებულ ბგერათა რაოდენობას ზუსტად შეესაბამება; ამიტომ ქართული ორთოგრაფია ერთ-ერთი უადვილესი და მეტად მოსახერხელებელია, რადგან გამოთქმული და ჩაწერილი იდენტურია. ქართული დამწერლობის წარმოშობას მეფე ფარნავაზს მიაწერენ (ქრისტემდე მე-3 საუკუნე).

სავიზო ინფორმაცია:

სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული გამარტივებული სავიზო პირობები ტურისტებს უიოლებთ საქართველოში ჩამოსვლას. საზღვრის გადმოსაკვეთად აუცილებელი პირობა სულ მცირე 6 თვის ვადის მქონე პასპორტის ფლობაა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ევრო კავშირი; ამერიკის შეერთებული შტატები; კანადა; იაპონია; შვეიცარია; ლიხტენშტეინი; ნორვეგია; ისრაელი; წმინდა საყდარი (ვატიკანი); ანდორის სამთავრო; სან-მარინოს რესპუბლიკა; არაბთა გაერთიანებული საამიროები; ქუვეითის სახელმწიფო; სამხრეთ კორეა; ბაჰრეინის სამეფო; ომანი; თურქეთი.

იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებსაც მოეთხოვებათ საქართველოში შემოსასვლელად ვიზის აღება, შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მათ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში ან ქვეყანაში შემოსვლისას აეროპორტებსა და სახმელეთო გამშვებ პუნქტებში. სახმელეთო გამშვები პუნქტებია: სარფი და ვალე თურქეთის საზღვარზე, წითელი ხიდი აზერბაიჯანის საზღვარზე და სადახლო სომხეთის საზღვარზე. საქართველოს ვიზის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს: www.mfa.gov.ge

საქართველოს სავალუტო სისტემა:

საქართველოს ეროვნული ვალუტა არის ლარი, რომელიც 1995 წელს იქნა შემოღებული. ერთი ლარი 100 თეთრისგან შედგება. დღესდღეობით ხმარებაში არის 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარიანი ბანკნოტები და 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრიანი ხურდები. ახლახანს შემოვიდა ხმარებაში 1 და 2 ლარიანი ხურდებიც. საქართველოში გადახდა შეიძლება ან ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით. ბევრ რესტორანში, მაღაზიასა და სასტუმროში ანგარიშსწორება შესაძლებელია საკრედიტო ბარათის მეშვეობით. ლარის კონვერტაცია მსოფლიოს ნებისმიერ ძირითად ვალუტაზე ადვილი შესაძლებელია ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რომელიც მრავლადაა როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. გადაცვლის კურსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდს: www.nbg.gov.ge

საქართველოს სატრანსპორტო სისტემა:

მგზავრობა თვითმფრინავით: გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით საქართველოში ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მოხევდრა არის შესაძლებელი, იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო. ცენტრალური ევროპიდან ფრენას 3-4 საათი ესაჭიროება. პირდაპირი ფრენები თბილისში ხორციელდება შემდეგი ქალაქებიდან: აქტაუ, ალმა-ატა, ამსტერდამი, ათენი, ბაქო, დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, დუბაი, ფრანკფურტი, სტამბოლი, ხარკოვი, კიევი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, პარიზი, პრაღა, რიგა, თელ-ავივი, ვენა და ერევანი. ყოველდღიური ფრენები ხორციელდება კიევიდან, მიუნხენიდან, სტამბოლიდან და ბაქოდან. სხვა ქალაქებიდან კი ფრენები სრულდება ორ, სამ ან ოთხჯერ კვირაში. საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ავიაკომპანიების მომსახურებით: ეარბალტიკი;აირზენა – საქართველოს ავიახაზები;აეროსვიტი;არკია;არმავია;ავსტრიის ავიახაზები;აზალი – აზერბაიჯანის ავიახაზები;ბელავია – ბელარუსიის ავიახაზები;ბიემაი – ბრიტანეთის ავიახაზები;ჩეხეთის ავიახაზები;ლუფტჰანზა;ყაზახეთის ავიახაზები;სქაი ჯორჯია;თურქეთის ავიახაზები;უკრაინის ავიახაზები.მგზავრობა ავტობუსით: ბაქოდან, სტამბოლიდან, ანკარადან, ტრაპზონიდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით ავტობუსები გამოდის ყოველ დღე. ათენიდან ავტობუსები საქართველოს მიმართულებით გამოდის კვირაში რამდენიმეჯერ. ავბობუსები გამოდის ზემოთ დასახელებული ქალაქების მთავარი ავტოსადგურებიდან, სადაც შეიძლება დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება განრიგებისა და ბილეთების ღირებულების შესახებ.   მგზავრობა მატარებლით: რკინიგზა საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთთან აკავშირებს. მატარებლები ბაქოდან გამოდის ყოველ დღე. ბილეთის ფასი მერყეობს 40-დან 50 დოლარამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.railway.geმგზავრობა მანქანით: საქართველოში მსუბუქი ავტომობილით მოხვედრა შესაძლებელია როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან. ისტორიულად ცნობილი აბრეშუმის გზა სწორედ საქართველოზე გადის. ქვეყანას ავტომაგისტრალები აკავშირებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. მგზავრობა ზღვით: საქართველოში მოხვედრის ერთ-ერთ საშუალებას საზღვაო ტრანსპორტი წარმოადგენს. საქართველოში ორი პორტია: ბათუმი და ფოთი. ბათუმის პორტი: უნივერსალური ტიპისაა, რაც ნიშნავს რომ იგი იღებს და აგზავნის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საზღვაო ტრანსპორტს. ბათუმი ილიჩევსკის მიმართულებით გადაადგილების მსურველებს სწრაფი ბორნები ემსახურებათ. ბათუმში ხშირად ჩერდება სხვადასხვა საკრუიზო გემები. მგზავრებს საშუალება ეძლევათ რამდენიმე დღის განმავლობაში დაათვალიერონ არა მარტო ბათუმი, არამედ ქუთაისი და საქართველოს სხვა ზღვისპირა რეგიონები. ბათუმში ჩამოსულ მგზავრებს ემსახურებათ ადგილობრივი საზღვაო და ტურისტული კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობენ მათ. ფოთის პორტი: უკრაინის პორტებიდან – ილიჩევსკი და ოდესა ბორანი ფოთის მიმართულებით გამოდის ყოველ სამშაბათს. ბორანი აღჭურვილია მგზავრობისათვის კომფორტული კაიუტებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფოთის პორტის ვებ-გვერდს: www.potiseaport.com შავი ზღვის ძირითადი საპორტო ქალაქებია: ოდესა და სევასტოპოლი უკრაინაში, ფოთი და ბათუმი საქართველოში, ნოვოროსიისკი რუსეთში, კონსტანტა რუმინეთში, ბურგასი და ვარნა ბულგარეთში, ერეგლი, სამსუნი და ტრაპიზონი თურქეთში.  დედაქალაქის მეტრო: თბილისში სხვადასხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროთი, რომელიც დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 250 000 ადამიანს ემსახურება. თბილისის მეტრო 2 ხაზისაგან შედგება და 22 სადგურს აკავშირებს ერთმანეთთან. 23-ე გაჩერების – “უნივერსიტეტის” მშენებლობა მიმდინარეობს. თბილისის მეტროს თითქმის ყველა გაჩერება მიწისქვეშაა განლაგებული, გარდა ორი გაჩერებისა – “ელექტროდეპო” და “დიდუბე” მიწისზედა 3 კილომეტრიან ხაზს ქმნიან. მეტროთი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. ყვითელი ავტობუსები: თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორის კიდევ ერთი საშუალებაა ე.წ. ყვითელი ავტობუსები. ამ ავტობუსით მგზავროფის საფასური 50 თეთრია. ქალაქის მასშტაბით გადაადგილება მინიავტობუსებითაც არის შესაძლებელი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას შეგიძლიათ გააჩეროთ. მინიავტობუსით მგზავრობის ღირებულებაც 50 თეთრია. 2009 წლის 1 თებერვლიდან მეტროსა და ავტობუსების საფასურის გადახდა სპეციალური სალარო აპარატებით არის შესაძლებელი. უშუალოდ ავტობუსის მძღოლისათვის თანხის გადახდა აკრძალულია. სალარო აპარატები ხურდას არ აბრუნებს, ამიტომ საფასური სიზუსტით უნდა იქნას გადახდილი. სამგზავრო ბილეთი ავტობუსში ასვლისთანავე უნდა შეიძინოთ. უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში დაჯარიმდებით 5 ლარის ოდენობით. მგზავრები, რომლებიც სამგზავრო პლასტიკურ ბარათს იყენებენ სარგებლობენ ფასდაკლებით. სამგზავრო პლასტიკური ბარათები მეტრო სადგურებში იყიდება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში მგზავრობისას. მისი ღირებულება 2 ლარია, შევსება თქვენთვის სასურველი თანხით შეგიძლიათ. ტაქსი: თბილისში ყელაზე სწრაფი სატრანსპორტო საშუალება ტაქსია. ის ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომლითაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ. ტაქსი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკეთში შეგიძლიათ გააჩეროთ ქუჩაში ან გამოიძახოთ იგი ტელეფონის მეშვეობით.