მენიუ
intro
ერთდღიანი ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში

ერთდღიანი ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში

ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-1
ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-2
ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-3
ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-4

ტურის ხანგრძლივობაა 7-8 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს მცხეთა მთიანეთის რეგიონს. მცხეთაში ჩვენ ვეწვევით VI საუკუნის უნიკალურ ტაძარს ჯვრის მონასტერს, რომელის მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ტურის ფარგლებში ჩვენ ასევე ვეწვევით სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარს, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებს. ტურის განვმავლობაში ჩვენ ვისადილებთ ქალაქ მცხეთაში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-1
ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-2
ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-3
ტური მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში-4
  • დილის საათებში გავემგზავრებით ქალაქ მცხეთის მიმართულებით; (ქალაქი მცხეთა: საქართველოს ყოფილი დედაქალაქი)
  • ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ შევალთ ქალაქ მცხეთაში და თავდაპირველად ვეწვევით ჯვრის მონასტერს; (ჯვრის მონასტერი აგებულია VI საუკუნეში. იგი შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში)
  • ჯვრის მონასტრის დათვალიერება; (მონასტრის შესასვლელიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი ქალაქ მცხეთაზე)
  • მონასტრის დათვალიერების შემდეგ გავემგზავრებით საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველის დასათვალიერებლად;
  • საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველის დათვალიერება; (დავათვალიერებთ როგორც ტაძარს, ასევე მის ეზოში არსებულ კომპლექსს)
  • სადილი ქართულ რესტორანში. (მცხეთა)
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ გავემგზავრებით შიომღვიმის მონასტრის დასათვალიერებლად;
  • დაახლოვებით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით შიომღვიმის მონასტერს და დავათვალიერებთ მას; (შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი: VI საუკუნის II ნახევარი)
  • შიომღვიმის მონასტრის დათვალიერების შემდეგ კი გავემგზავრებით ზედაზენის მონასტრისაკენ და დავათვალიერებთ მას;
  • ზედაზენის მონახულების შემდეგ კი დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები: (მზის სათვალე, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 1 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური არ შეიცავს არც ერთ საფეხმავლო ლაშქრობას, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები შეიძლება სჭირდებოდეს. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო
ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში, ასევე ტრანსპორტში მოთავსებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვები ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ტურისტები ისადილებენ ქალაქ მცხეთაში არსებულ ქართულ რესტორანში. სადილზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: “ერთდღიანი ტური ისტორიულ მცხეთაში, შიომღვიმისა და ზედაზენის მონასტრებში“
ტურის ხანგრძლივობა: 7-8 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
 3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ–კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში;
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................. 122 ევრო;
6-10 მონაწილე ................................................................ 89 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 76 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 68 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 63 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 59 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 55 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 53 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 51 ევრო.