სასტუმრო და სანატორიუმი იმერეთის აღწერილობა:
სასტუმრო და სანატორიუმი "იმერეთი" კურორტ წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, საკურორტო-ბალნეოლოგიური ზონიდან 300 მეტრის დაშორებაზე. ტურისტების და დამსვენებლების განკარგულებაში ორადგილიანი მყუდრო, კომფორტული და მოხერხებული ოთახებია, 12 სტანდარტული ნომერი და ერთი ლუქსი. სანატორიუმს ერთდროულად 26 სტუმრის მიღება შეუძლია. თითოეულ ნომერს აქვს სატელიტური ტელევიზია, მაცივარი, კონდიციონერი, ტელეფონი, ინდივიდუალური სველი წერტილი. სანატორიუმს აქვს ასევე დიდი, კეთილმოწყობილი ეზო, რომელიც პარკირებისთვისაც გამოიყენება და იტევს 10-ზე მეტ ავტომობილს.
ტურისტებს და დამსვენებლებს შეუძლიათ სანატორიუმის ბარ-რესტორანში დრო სასიამოვნოდ გაატარონ. მათთვის კი, ვისაც სურს, კვალიფიციური მკურნალობა ჩაიტარს კურორტზე, სანატორიუმში ფუნქციონირებს მასაჟის კაბინეტი, ფიზიო-კაბინეტი, ექიმი-კურორტოლოგი კონსულტაციას გაგიწევთ მკურნალობასთან დაკავშირებით. დამსვენებელთა სურვილის მიხედვით, სანატორიუმი თავაზობს ორჯერად და სამჯერად კვებას. ვიზიტის დასასრულს, ქალაქიდან გამგზავრებისას სანატორიუმის ორგანიზებით ტურისტებისა და დამსვენებლების სურვილის შემთხვევაში შესაძებელია სამარშრუტო ტაქსის მომსახურებით სარგებლობა და გამგზავრება თბილისის, ბათუმის ან სხვა მიმართულებით. სასტუმრო და სანატორიუმში "იმერეთი" ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის.