სასტუმრო ედელვაისი გუდაურის აღწერილობა:
სასტუმრო „ედელვაისი გუდაური“ განთავსებულია კურორტ გუდაურის ზემო ნაწილში. სასტუმროდან საბაგირომდე სულ რაღაც 10 წუთის ფეხით სავალი მანძილია, სრიალის შემდეგ კი თქვენ ასევე თხილამურებით შეძლებთ უშუალოდ სასტუმროში დაბრუნებას. ჩვენი ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება კურორტ გუდაურის მთიან მასივებზე, რაც სასტუმროს დამსვენებლებს კიდევ უფრო სასიამოვნო განწყობას შეუქმნის. სასტუმროში 28 კომფორტული ოთახია, აქ თქვენ დაგხვდებათ ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები, ასევე ლუქსის ტიპის ნომერი. ყველა მათთაგანი კი აღჭურვილია ჰიგიენური საშუალებებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით, მაცივრით, ცენტრალური გათბობით, მინი-ბარით, სეიფით, საკაბელო ტელევიზიით, უფასო უკაბელო ინტერნეტითა და თმის საშრობით.
სასტუმრო „ედელვაისი გუდაური“ ასევე გთავაზობთ 24 საათიან რეგისტრაციასა და ოთახის მომსახურებას. ჩვენს რერსტორანში კი თქვენ საშუალება გექნებათ დააგემონვოთ ქართული და ევროპული კერძების დიდი ნაირსახეობა. ასევე ეწვიოთ ჩვენს ბარს. სასტუმროში კვების ბლოკი კონტინენტალური სახისაა. იგი ორჯერადია და მოიცავს საუზმესა და ვახშამს. სასტუმროში „ედელვაისი გუდაური“ თქვენ მაღალი სტანდარტების მომსახურება, სასიამოვნო ინტერიერი, მყუდრო ოთახები, თვალწარმტაცი ხედები და ნამდვილი სტუმართმოყვარეობა დაგხვდებათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმროში „ედელვაისი გუდაური“!