სასტუმრო გუდაური მარკო პოლოს აღწერილობა:
როგორც ცნობილია საქართველო განლაგებულია ევროპისა და აზიის საზღვარზე. ჩრდილოეთიდან იგი გარშემორტყმულია კავკასიის მთათა სისტემით, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრს აღწევს. სწორედ ამ მთების შუაგულში, 2000 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებისათვის განკუთვნილი, მაღალი დონის სასტუმრო ”გუდაური მარკო პოლო”. 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ”გუდაური მარკო პოლო”-დან ულამაზესი ხედი იშლება, რადგან იგი გარშემორტყმულია ერთმანეთზე გადაჯაჭვული მთებითა და თოვლით დაფარული მაღალი მწვერვალებით. თბილისის აეროპორტამდე სავალი გზა მხოლოდ 2 საათს საჭიროებს. სასტუმრო ”გუდაური მარკო პოლო” აღჭურვილია 78 კომფორტული ორსაწოლიანი ოთახით, ჩოგბურთის კორტებით, ბარით, ცალკე ოთახით მწეველთათვის, სადაც განთავსებულია ბუხარი. ასევე სასტუმრო გთავაზობთ მრავალფეროვანი კერძების არჩევანს, განტვირთვას ბოულინგ ცენტრში და ღამის კლუბში. სასტუმროში დაბინავებულთ შეუძლიათ გაერთონ და განიტვირთონ სპეციალურად მოწყობილ ვიდეო ჩვენებების ოთახში, საცურაო აუზსა და საუნაში, მაგიდის ჩოგბურთის თამაშითა და დიდი ჩოქბურთის კორტებზე გასვლით, მასაჟისა და ფიტნეს ცენტრებში, რაც შედის სასტუმროს ოთახის ღირებულებაში.