სასტუმრო გუდაურას აღწერილობა:
სასტუმრო "გუდაურა" მდებარეობს კურორტ გუდაურის ცენტრალურ ნაწილში. (პირველი საბაგირო გზიდან 10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე). ოთხსართულიანი სასტუმრო გაიხსნა 2013 წლის ოქტომბერში. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. სასტუმრო გამოირჩევა ულამაზესი ხედებითა და დიდი პანორამული ფანჯრებით. სასიამოვნო გარემო და თანამედროვე დიზაინი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და სასიამოვნო დასვენებას.
















































