მენიუ
intro
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში

ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში

ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-1
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-2
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-3
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-4

ტურის ხანგრძლივობაა 5-6 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს შიდა ქართლის რეგიონს. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ქალაქ გორში არსებულ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს და ქვაში ნაკვეთ უნიკალურ ქალაქ-კომპლექს უფლისციხეს, რომელიც თარიღდება ძვ. წ. ა. VI-IV საუკუნეებით. ტურის მიწურულს კი ვეწვევით ქალაქ მცხეთაში არსებულ უმნიშვნელოვანეს საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველს. ტურის განვმავლობაში ჩვენ ასევე ვისადილებთ ქალაქ გორში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-1
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-2
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-3
ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში-4
  • დილის საათებში გავემგზავრებით ქალაქ გორის მიმართულებით. დაახლოვებით საათნახევარში ჩავალთ ქალაქ გორში, სადაც დავათვალიერებთ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმსა და მასთან არსებულ სხვა დამატებით ღირსშესანიშნაობებს;
  • მუზეუმის დათვალიერების შემდგომ გავმართავთ სადილს;
  • სადილისა და მცირე დასვენების დამთავრებისთანავე ვიწყებთ ტურის მეორე ნაწილს, რომლის დროსაც ვეწვევით კომპლექს უფლისციხეს და დავათვალიერებთ მას;
  • უფლისციხის დათვლიერების შემდეგ გავემგზავრებით ქალაქ მცხეთის მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველს;
  • ტაძარ სვეტიცხოველის დათვალიერების შემდეგ კი დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან თავდაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 2 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური შეიცავს ერთ მცირე საფეხმავლო ლაშქრობას, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ სჭირდება. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ტურისტები ისადილებენ ქალაქ გორში არსებულ რესტორანში. სადილზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: “ერთდღიანი ტური გორსა და უფლისციხეში“
ტურის ხანგრძლივობა: 5-6 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მოსახერხებელი შარვალი,  წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები.  (მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი) 
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ–კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი რესტორანში;
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................ 132 ევრო;
6-10 მონაწილე ............................................................... 91 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 73 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 69 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 64 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 59 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 56 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 53 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 51 ევრო.