მენიუ
intro
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში

ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში

ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-1
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-2
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-3
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-4
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-5
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-6

ტურის ხანგრძლივობაა 8-9 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი კახეთის მხარეს. ტურის განვმავლობაში ჩვენ მოვინახულებთ ბოდბეს ცნობილ დედათა მონასტერსა და ულამაზეს ციხე-ქალაქ სიღნაღს, სადაც ჩვენ გავმართავთ ექსკურსიას ქალაქის გარშემომო, დავათვალიერებთ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებსა და მუზეუმებს. ტურის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სადილი ქალაქ სიღნაღში არსებულ კახურ რესტორანში, სადაც ჩვენ დავაგემოვნებთ ტრადიციულ კახურ კერძებს. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.

ტურის პროგრამა:
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-1
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-2
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-3
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-4
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-5
ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში-6
  • დილის საათებში გავემგზავრებით ბოდბეს მონასტრის მიმართულებით;
  • დაახლოვებით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით ბოდბეს მონასტერს; (მონასტერი წარმოადგენს საქართველოში არსებულ დედათა მონასტრებს შორის ულამაზეს და უმნიშვნელოვანეს მართმადიდებლლურ კომპლექსს, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ალაზნის ველზე)
  • მონასტრის დათვალიერების დასრულებისთანავე გავემგზავრებით ციხე-ქალაქ სიღნაღისაკენ;
  • სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში; (ქალაქი სიღნაღი)
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდგომ კი გავმართავთ ექსკურსიას ქალაქ სიღნაღის გარშემო; (ექსკურსიის დროს ჩვენ მიმოვიხილავთ ქალაქს: მოვინახულებთ ქართული ღვინის სახლს, სტეფანწმინდის ტაძარს, ქალაქის ცენტრალურ მუზეუმსა და სიღნაღის კოლორიტულ ვიწრო ქუჩებს);
  • ექსკურსიის შემდეგ გვექნება თავისუფალი დრო ქალაქში სეირნობისა და საყიდლებისათვის;
  • ტურის მიწურულს კი დავბრუნება დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო აღჭურვილობა: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან დაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი)
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 2-3 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს. ტური არ შეიცავს არცერთ რთულ საფეხმავლო მარშრუტს, ამდენად ტურში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანმა. ტურის პროგრამის თანახმად მონაწილეებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური ავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებას მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ტურისტები ისადილებენ ქალაქ სიღნაღში არსებულ ტრადიციულ ქართულ რესტორანში, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: „ერთდღიანი ტური ბოდბესა და ციხე-ქალაქ სიღნაღში“
ტურის ხანგრძლივობა: 8-9 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები. (მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტაბელური ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში;
• პირველადი სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................. 119 ევრო;
6-10 მონაწილე ................................................................ 97 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 89 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 82 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 76 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 68 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 61 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 56 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 52 ევრო.