მენიუ
intro
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში

სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში

სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-1
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-2
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-3
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-4
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-5
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-6
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-7
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-8

ტურის ხანგრძლივობაა 6-7 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას „მოკლე ტურები და ექსკურსიები“. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოს დედაქალაქ თბილისს. ტურის პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც ქალაქის უძველესი არქიტექტურული ძეგლების, ასევე სახელმწიფო და ეთნოგრაფიული მუზეუმების დათვალიერება. ტურის ფარგლებში ჩვენ ასევე მოვინახულებთ დედაქალაქის ძველ უბნებსა და ამიერკავკასიაში სიდიდით პირველ მართმადიდებლურ ტაძარს სამება. ტურის პროგრამის თანახმად დაგეგმილია ასევე სადილი რესტორანში, სადაც დავაგემოვნებთ ტრადიციულ ქართულ კერძებს. ტური იდეალურია უცხოელი სტუმრებისათვის რამოდენიმე საათის მონაკვეთში დედაქალაქის გასაცნობად და მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

ტურის პროგრამა:
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-1
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-2
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-3
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-4
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-5
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-6
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-7
სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში-8
  • დილის საათებში გავემგზავრებით ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით, სადაც დავათვალიერებთ მუზეუმს; (მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების ნაირსახეობა)
  • მუზეუმის დათვალიერების შემდგომ მოკლედ მიმოვიხილავთ მის შორი-ახლოს მდებარე კუს ტბას;
  • მუზეუმისა და კუს ტბის დათვალიერების შემდეგ გავემგზავრებით დედაქალაქის მთავარი - რუსთაველის გამზირის მიმართულებით და დავათვალიერებთ მას;
  • ეროვნული მუზეუმის დათვალიერება; (მუზეუმში წარმოდგენილია როგორც ცნობილი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უძველესი ნივთები და ეროვნული საგანძური)
  • სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში;
  • სადილის შემდეგ მოვინახულებთ ძველი თბილისის არქიტექტურისათვის ყველაზე დამახასიათებელი ადგილს ”აბანოთუბანი”, სადაც ვიხილავთ გოგირდის მრავალფეროვან აბანოებსა და ნარიყალას ციხეს. (ციხე მოთავსებულია შემაღლებულ ადგილას საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედი დედაქალაქზე)
  • შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების დათვალიერება; (ქუჩები 2006 წელს რესტავრირდა და დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. ქუჩები გამოირჩევა ევროპული და აზიური არქიტექტურის საინტერესო ნაზავითა და მრავალრიცხვოვანი კაფე-ბარებით, რაც მათ კოლორიტულსა და ტურისტებისათვის საინტერესოს ხდის)
  • ქუჩების დათვალიერების შემდეგ ვეწვევიტ „სიონი“–ს საკათედრო ტაძარს და დავათვალიერებთ მას; (ტაძარში მოვინახულებთ საქართველოშ ქრიატიანობის გამავრცელებელ „წმინდა ნინოს“ მიერ გაკეთებულ ვაზის ჯვარს)
  • ერეკლე მოერეს ქუჩის დათვალიერება (ქუჩა ცნობილია მრავალფეროვანი სუვენირების მაღაზიებითა და გალერეებით;
  • ტურის მიწურულს კი ვეწვევით მეტეხის ეკლესიასა და ამიერკავკასიაში სიდიდით პირველ საკათედრო ტაძარ სამებას, დავათვალიერებთ ასევე ტაძართან არსებულ სამონასტრო კომპლექსს.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი სასიარულო ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 4-5 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: ნახევარი საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური არ შეიცავს არც ერთ საფეხმავლო ლაშქრობას, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები შეიძლება სჭირდებოდეს. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ლიმონათი და მინერალური წყალი) ტურისტები ისადილებენ ტრადიციულ ქართულ რესტორანში. სადილზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები. (მენიუ შეიცავს როგორც ხორციან ისე ვეგეტარიანულ რეკძებს)

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: „სრულდღიანი ტური დედაქალაქ თბილისში“
ტურის ხანგრძლივობა: 6-7 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ–კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში;
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................. 93 ევრო;
6-10 მონაწილე ................................................................ 69 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 58 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 53 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 49 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 44 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 42 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 41 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 40 ევრო.