მენიუ
intro
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში

მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში

მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-1
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-2
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-3
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-4
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-5
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-6

ტურის ხანგრძლივობაა 3 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას „მოკლე ტურები და ექსკურსიები“. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოს დედაქალაქ თბილისს. ტურის პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც დედაქალაქის ძველი უბნების ისე ძეგლებისა და ტაძრების დათვალიერება. ტური იდეალურია უცხოელი სტუმრებისათვის უმოკლესი დროის მონაკვეთში დედაქალაქის გასაცნობად და მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

ტურის პროგრამა:
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-1
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-2
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-3
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-4
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-5
მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში-6
  • გამგზავრება მეტეხის ეკლესიის მიმართულებით;
  • დავათვალიერებთ მეტეხის ეკლესიასა და მასთან არსებულ ვახტანგ გორგასლის ძეგლს (ძეგლიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი დედაქალაქ თბილისზე)
  • მეტეხის ეკლესიისა და ვახტანდ გორგასლის ძეგლის მონახულების შემდეგ ვაწვევით ძველის თბილისისათვის ყველაზე დამახასიათებელ ადგილს”აბანოთუბანს”, სადაც მოვინახულებთ გოგირდის მრავალფეროვან აბანოებს;
  • შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების დათვალიერება; (ქუჩები 2006 წელს რესტავრირდა და დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. ქუჩები გამოირჩევა ევროპული და აზიური არქიტექტურის საინტერესო ნაზავითა და მრავალრიცხვოვანი კაფე-ბარებით, რაც მათ კოლორიტულსა და ტურისტებისათვის საინტერესოს ხდის)
  • შარდენისა და ბამბის რიგირ ქუჩების დათვალიერების შემდეგ ვეწვევით „სიონი“–ს საკათედრო ტაძარს და დავათვალიერებთ მას; (ტაძარში მოვინახულებთ საქართველოშ ქრიატიანობის გამავრცელებელ „წმინდა ნინოს“ მიერ გაკეთებულ ვაზის ჯვარს)
  • ერეკლე მოერეს ქუჩის დათვალიერება; (ქუჩა ცნობილია მრავალფეროვანი სუვენირების მაღაზიებითა და გალერეებით)
  • თავისუფლების მოედნისა და დედაქალაქის მთავარი –„რუსთაველი“–ს გამზირის დათვალიერება;
  • ტურის მიწურულს კი ვეწვევით სამების საკათედრო ტაძარს.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 1-2 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: ნახევარი საათი
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: „მოკლე ტურები და ექსკურსიები“.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური არ შეიცავს არცერთ საფეხმავლო ლაშქრობას, ამდენად ტურში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანმა. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებას მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

სამოგზაურო დეტალები:

ტურის დასახელება: “მოკლე ტური დედაქალაქ თბილისში“
ტურის ხანგრძლივობა: 3 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 - დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიცური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიცური ტურ–კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• კვება.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................. 73 ევრო;
6-10 მონაწილე ................................................................ 53 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 47 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 43 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 39 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 36 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 31 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 24 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 22 ევრო.