სასტუმრო ჯინო ველნეს რაბათის აღწერილობა:
სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ ერთადერთი ველნეს და სპა სასტუმროა კავკასიაში, რომელიც განთავსებულია ისტორიული რაბათის ციხის გალავნის შიგნით - ციხის ქვედა ნაწილში. მას აქვს საუკეთესო მდებარეობა, გამოირჩევა ძველებური დიზაინით და კომფორტით. სასტუმრო გთავაზობთ კლასიკი, ლუქსი, საოჯახო კლასიკი და აპარტმან ლუქსის ტიპის ოთახებს. სასტუმროში არის საკონფერენციო დარბაზი, ბარ-რესტორანი, ღია ტერასა და ველნეს-სპა ცენტრი სადაც ყველა პირობაა შექმნილი განტვირთვისა და მყუდრო დასვენებისათვის. თქვენ განკარგულებაშია ასევე ბარ-რესტორანი სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული ქართულ-ევროპული უგემრიელესი კერძები, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები. თქვენ ასევე გელით ღია საზაფხულო ტიპის ტერასა.
სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“-ს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ველნეს-სპა ცენტრი რომელიც მოიცავს რამოდენიმე ტიპის საუნას. საუნა სურნელოვანი არომატებით საუკეთესო საშუალებაა მოდუნებისა და რელაქსაციის მისაღწევად. საუნა მარილის ორთქლით ატენიანებს, არბილებს და კანის ზედაპირს ამდიდრებს იოდით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. საუნა მენთოლის და ევკალიპტის მონაცვლეობითი არომატებით ხელს უწყობს სასუნთქი გზების სტიმულირებას. ჯაკუზი, რომაული საუნა, ფინური მშრალი საუნა, ცივი წყლის ავზი, ზღვის კენჭებიანი ავზი ფეხის ჰიდრო-მასაჟორით, მინი ბარი გამაგრილებელი სასმელებით, სასიამოვნო მუსიკა რომელიც ისმის მთელ საუნაში და საუნის შემდგომი მოსასვენებელი ადგილი - ტეპიდარიუმი ერთობლიობაში ქმნის განსაკუთრებულ მყუდრო გარემოს სრული რელაქსაციისა და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად.