საოჯახო სასტუმრო ვილა ლილეოს აღწერილობა:
დათო რატიანის საოჯახო სასტუმრო „ვილა ლილეო" მდებარეობს საქართველოს ულამაზეს კუთხეში - ზემო სვანეთში, ულამაზეს სოფელ უშგულში. საოჯახო სასტუმრო „ვილა ლილეო“ განთავსებულია ძველი იერსახით აგებული ტიპის სახლში, რომელიც უზრუნველყოფილია სველი წერტილებით, ბიო საძინებლებითა და უგემრიელესი, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით. საოჯახო სასტუმროში ერთდროულად შესაძლებელია 30 სტუმრის მიღება. აგრეთვე შესაძლებელია სადილის შეკვეთა 50-60 ადამიანზე.