საოჯახო სასტუმრო ნატო და ლადოს აღწერილობა:
საოჯახო სასტუმროში „ნატო და ლადო“ თქვენ ნამდვილი ქართული გარემო და სტუმართმოყვარე პერსონალი დაგხვდებათ. მისი ოთახები აღჭურვილია მოსახერხებელი ავეჯითა და სველი წერტილებით, სასტუმროს ღია ვერანდიდან კი თქვენს წინაშე მიმდებარე ტერიტორიის თვალწარმტაცი ხედები გადაიშლება. სასტუმროშივეა შესაძლებელი დამატებით საუზმისა და ვახშმის დაკვეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ციხე-ქალაქ სიღნაღში არსებულ საოჯახო სასტუმროში „ნატო და ლადო“!