სასტუმრო ბრიგიტეს აღწერილობა:
სასტუმრო „ბრიგიტე“, რომელიც ისტორიულ ციხე-ქალაქ სიღნაღში მდებარეობს, მოიცავს არამხოლოდ სასტუმროს, არამედ მთელს კომპლექსს. იგი მე-18 საუკუნის ციხე-სიმაგრიდან სულ 5 წუთის სავალ მანძილზეა განთავსებული. „სასტუმრო ბრიგიტე“ კომფორტულ ოთახებს, ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს, უფასო უკაბელო ინტერნეტსა და მაღალი სტანდარტების შესაბამის სველ წერტილებს გთავაზობთ. სასტუმროშივე თქვენ მცირე ეთნოგრაფიული მუზეუმი, ღვინის მარანი და ტერასული სახის რესტორანი დაგხვდებათ. „სასტუმრო ბრიგიტე“-ს სტუმრების სრული კომფორტისათვის კი მათთვის ტერასული ღია საცურაო აუზი ფუნქციონირებს. სასტუმროდან ბოდბეს მონასტერი სულ 2 კმ-ის დაშორებაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი 90 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპლექსში „ბრიგიტე“.