სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთის აღწერილობა:
უფასო უკაბელო ინტერნეტი, განსაკუთრებული კომფორტი და ღვინოების არაჩვეულებრივი არჩევანი სასტუმროს „ამბასადორი კაჭრეთში“ გამორჩეულს და მიმზიდველს ხდის დამსვენებელთათვის. სასტუმრო მდებარეობს საქართველოს ულამაზეს რეგიონ კახეთის ერთ-ერთ სოფელში - სახელად კაჭრეთი. იგი დედაქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 75 კმ-ის დაშორებაზე მდებარეობს. სასტუმრო გთავაზობთ მომსახურებების დიდ არჩევანს, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი კი გოლფის მოედანი, დიდი ჩოგბურთის კორტები, მაგიდის ჩოგბურთი, სავარჯიშო დარბაზი, ბილიარდის მაგიდები და ღია საცურაო აუზია.
სასტუმროს ოთახების ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, სადაც თქვენ დაგხვდებათ სრული კომფორტისათვის აუცილებელი ისეთი კომპონენტები როგორებიცაა: კონდიციონერი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, მაღალი სტანდარტების სააბაზანო ოთახი, მინი-ბარი და კომფორტული ავეჯი. სასტუმრო „ამბასადორი“-ს რესტორანი სტუმრებს სრულიად გამორჩეულ ინტერიერს, ნამდვილ ქართულ გარემოს და ღვინოების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. აქ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი - კახური ღვინო, ისე სხვა სახის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. თქვენთვის ამ ყველაფერს კი ქართული კერძების დიდი არჩევანი დააგვირგვინებს. სასტუმროში ასევე შესაძლებელია დაუკვეთოთ ტრანსპორტირება როგორც საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან სასტუმრომდე, ისე სასტუმროდან აეროპორტში. სასტუმრო 24 საათის განვმავლობაში მზადაა დამსვენებლების მისაღებად.