სასტუმროს პრაიმი ურეკის აღწერილობა:
თუ თქვენ გსურთ დაისვენოთ წყნარ და კომფორტულ სასტუმროში ზღვასთან ახლოს მაშინ სასტუმრო “პრაიმი ურეკი” თქვენთვის იდეალური ადგილია. ჩვენი სასტუმროს კიდევ ერთი განსაკუთრებულობაა საკუთარი პლიაჟი პირდაპირ სასტუმროს წინ, სადაც ჩვენი სტუმრებისთვის სრულიად უფასოდაა, კომფორტული შეზლონგები და მზის ქოლგები. პლიაჟზე ასევე განთავსებულია ბარი, სადაც შეგიძლათ მოისმინოთ გემოვენბიანი მუსიკა, მიირთვათ უგემრიელესი კოქტეილები და გამაგრილებელი სასმელები. სასტუმრო “პრაიმი ურეკი” გაიხსნა 2010 წელს, იგი შედგება 13 კომფორტული ოთახისაგან. სასტუმროს ოთახები ისეა განლაგებულ, რომ უზრუნველყოს ყველა სტუმარი საჭირო კომფორტით. სასტუმროს ყველა ოთახში თქვენ დაგხვდებათ: კონდიციონერი, სატელიტური ტელევიზია, მაცივარი, უკაბელო ინტერნეტი, სეიფი, ელექტრონული საკეტი, ყველა ოტახშია ასევე ინდივიდუალური სველი წერტილი, საშხაპე კაბინა და ფენი.
სასტუმრო “პრაიმი ურეკი”-ს ბარ-რესტორანი გთავაზობთ კერძებისა და სასმელების მრვალფეროვან არჩევანს, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ქართული, ისე ევროპული და აზიური კერძებით. ჩვენი შეფ-მზარეული სიხარულით შეასრულებს თვენს ნებისმიერ სურვილს. უსაფრთხოება კი ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომაც სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრი კონტროლდება ვიდეო კამერებით. აგრეთვე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაცვის თანამშრომლები. სასტუმროს ყველა ოთახის კარი აღჭურვილია ელექტრონული საკეტებით, ელექტრონული ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ბარათი ანულირდება, ხოლო სტუმარს გადაეცემა ახალი ბარათი. სასტუმრო უზრუნველყოფილია 24 საათიან წყლისა და ელექტრო მომარაგების სისტემით.