სასტუმრო რედ ჰაუსის აღწერილობა:
სასტუმრო „რედ ჰაუსი“ წარმოადგენს უმაღლესი კლასის სასტუმროს, რომელიც ბაკურიანის ცენტრალურ უბანშია განთავსებული, ეგრედწოდებული 25 მერტიანი საბაგირო გზიდან 50 მეტრის დაშორებაზე. სასტუმროსთანვეა განლაგებული ბაკურიანის პარკი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. სასტუმრო "რედ ჰაუსი"-დან იშლება კურორტ ბაკურიანის ულამაზესი ხედები. სასტუმრო გათვლილია მომხმარებლისთვის, რომელთაც სურთ ოჯახთან ერთად გაატარონ დაუვიწყარი დრო და მიიღონ მაქსიმალური კომფორტი. სასტუმროს სასადილოში უგემრიელესი კერძებით და საუკეთესო სასმელებით გაგიმასპინძლდებიან დღეში სამჯერ, როგორც ყოველდღიური მენიუს მიხედვით ისე შვედური მაგიდის პრინციპით. აქ მოგემსახურებიან კურორტ ბაკურიანის პროფესიონალი მზარეულები. სასტუმროს გააჩნია სპორტული ოთახი, აქვე ეწყობა ბურან-ტურები, დამსვენებელს ასევე შეუძლია გაისეირნოს ბაკურიანის ულამაზეს მთებში თოვლმავალით. სასტუმროს "რედ ჰაუსი" გააჩნია ბავშვთა სათამაშო მოედანი და ბავშვთა ოთახი, ეზოში კი მდებარეობს ტალავარი და ღია ბუხარი.