სასტუმრო თრიალეთი პალასის აღწერილობა:
სასტუმრო "თრიალეთი პალასი" გთავაზობთ საუკეთესო პირობებს სპორტული აქტივობისა და დასვენებისათვის წლის ყველა სეზონზე. სასტუმროში 43 კომფორტული ორადგილიანი ნომერია: 8 ლუქსი ორი გაერთიანებული ოთახით, 6 ოროთახიანი ლუქსი, ყველა ნომერში არის ტელეფონი აბაზანა ან შხაპი, ტელევიზორი თანამგზავრული ანტენით. პირველი და მეორე სართულის ყველა ნომერს აქვს აივანი. სასტუმროში მუშაობს 3 ბარი-ფოიეში, საბილიარდოსა და აუზის ვერანდაზე. ბარ–რესტორანი „ხიჟინა“, რომელიც სასტუმროს ეზოში მდებარეობს, დილის 11 საათიდან ბოლო სტუმრამდე ღიაა, გთავაზობთ ქართული და ევროპულ კერძებს. წვეულებებისათვის შეკვეთები მიიღბა წინასწარ. ზამთარშიც და ზაფხულშიც სასტუმროში მუშაობს ბავშვთა ოთახი, უფასო კინოთეატრი. საბავშვო მოედანი ღია ცის ქვეშ აღჭურვილია საქანელებით და სასრიალოებით.
სასტუმრო გთავაზობთ საუკეთესო პირობებს სპორტული აქტივობისა და დასვენებისათვის წლის ყველა სეზონზე: დახურული საცურაო აუზი 15X6, სიღრმე 1,5 მ. მუშაობს ყოველდღე 10-22 სთ.-მდე, სასტუმროს ძირითადი და აუზის კორპუსები დაკავშირებულია შიდა გადასასვლელით. სასტუმროშივე ფუნქციონირებს მასაჟის კაბინეტი, საუნა, სპორტ დარბაზი, სადაც შესაძლებელია ჩოგბურთის, კალათბურთის, ფეხბურთისმოედნის და საჭიდაო დარბაზის მოწყობა, აქვეა სატრენაჟორო, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. სასტუმრო „თრიალეთი პალასი“ ერთადერთი სასტუმროა ბაკურიანში, რომელსაც საკუთარი 1700 მ სიგრძის სათხილამურო ტრასა აქვს. სასტუმროში არის ეგრედ წოდებული skidepo (სათხილამურო აღჭურვილობის შესანახი საგანგებო სათავსო). სასტუმროში ასევე მუშაობს თხილამურების გაქირავების სერვისი.
სასტუმროში შესაძლებელია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეფონით, ფაქსით, ქსეროქსით სარგებლობა. უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე შესაძლებელია საკონფერენციო დარბაზში, სასადილო დარბაზში, ფოიესა და საბილიარდოში. სასტუმროს ჰყავს 24 საათიანი დაცვა. სასტუმროს ეზოში არის კეთილმოწყობილი უფასო ავტოსადგომი. სასტუმროს აქვს ავტომატური გაზმომარაგება, წყლის საკუთარი რეზერვუარი, ასევე 24 საათიანი ელექტრო და წყალმომარაგება.