სასტუმრო ვილა ვიტას აღწერილობა:
სასტუმრო „ვილა ვიტა“ მდებარეობს კურორტ ბაკურიანში, ულამაზესი წიწვოვანი ტყის პირას, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით. სასტუმრო გაიხსნა 2006 წლის 1 იანვარს და სწრაფად მიიპყრო ყველას ყურადღება თავისი თანამედროვე დიზაინითა და ოჯახური გარემოთი. სასტუმრო გთავაზობთ 11 ორადგილიან, 6 სამადგილიან და 4 ოთხადგილიან ოთახს.
თქვენ აქ დაგხვდებათ ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და კვალიფიციური პერსონალი. სასტუმრო „ვილა ვიტა“-ს რესტორანი შემოგთავაზებთ შვედურ მაგიდას უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით.სასტუმროს ბარში კი შემოგთავაზებენ გამაგრილებელ და ალკოჰოლურ სასმელების დიდ არჩევანს. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს 50 პერსონაზე გათვლილი სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი.