სასტუმრო ერა პალასის აღწერილობა:
შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ულამაზესი ქალაქი ბათუმი სტუმარს თავს იოლად აყვარებს. ზღვის, მაგნოლიებისა და აკაციების სურნელით გაჟღენთილი ქალაქი წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველი და მომხიბლავია. თუკი თქვენ ბათუმში დასვენება ან საქმიანი ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, სასტუმრო "ერა პალასი" საუკეთესო არჩევანია. 8 სართულიანი სასტუმრო, 4 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული 39 ნომრით, განთავსებულია ქალაქის შუაგულში, ერთ–ერთ მთავარ ქუჩაზე, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად და თავისუფლად გადაადგილდეთ და მოხვდეთ ქალაქ ბათუმის ნებისმიერ წერტილში.
სასტუმროს ირგვლივ მრავალი სავაჭრო და გასართობი ცენტრია. რამდენიმე წუთში თქვენ მოხვდებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბიზნეს ცენტრებსა თუ სხვადასხვა დასასვენებელ ადგილას. სასტუმროდან ფეხით სულ რაღაც 5 წუთის სავალზე, ბათუმის ცნობილი ბულვარის გავლით შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდებით. სასტუმროში „ერა პალასი“ ჩვენ ვუზრუნველყოფთ მაღალი სტანდარტების მომსახურებას, რათა ქალაქ ბათუმში გატარებულ დღეებზე მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დაგრჩეთ! იგრძენით თავი კომფორტულად სასტუმროში „ერა პალასი”!