სასტუმრო და სამორინე ინტურისტ პალასის აღწერილობა:
სასტუმრო “ინტურისტ პალასი”-ს 1939 წელს აშენებული 5 სართულიანი შენობა დააპროექტა საბჭოთა პერიოდის ცნობილმა არქიტექტორმა შჩუსევმა. სასტუმროს ადგილზე მდებარეობდა უნიკალური წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მართმადიდებლური ტაძარი, რომელიც თავისი არქიტექტურული მნიშვნელობითა და იშვიათი სილამაზით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტაძრების რიცხვს მიეკუთვნებოდა. ცნობილია, რომ 1888 წლის 25 სექტემბერს ტაძრის დაარსების ცერემონიალში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ და სამეფო ოჯახის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ტაძარი მოქმედებდა მე 19- ე საუკუნის ბოლოდან 1936 წლამდე, ვიდრე იგი დაინგრეოდა საბჭოთა პერიოდის ათეისტების მიერ.
დანგრეული ტაძრის ფუნდამენტი საფუძვლად დაედო სასტუმროს "ინტურისტ პალასი”. სწორედ ეს სასტუმრო შეირჩა სამი მოკავშირე მთავრობის მმართველების შეხვედრის ადგილად, მაგრამ ბოლო მომენტში შეხვედრის ადგილი გადატანილ იქნა იალტაში. არსებობის 70 ზე მეტი წლის განმავლობაში სასტუმროს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და გადაკეთდა 2 ჯერ 1979-1980-სა და 2005-2006 წლებში. სასტუმროს შენობის განმასხვავებელი ფორმა არის მისი თავდაპირველი ნახევრადწრიული ფასადი ბულვარისა და ხეივნის ხედით, რომელსაც ბათუმის ბულვარის მთავარ კოლონადებთან მივყავართ.