სასტუმრო ბრაიტონის აღწერილობა:
თანამედროვე სასტუმრო „ბრაიტონი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმის ისტორიულ ცენტრში, ევროპის მოედნის მახლობლად აშენენდა 2011 წელს. იგი მცირე მანძილითაა დაშორებული შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვისპირა ბულვარს. სასტუმროში განთავსებულია ორადგილიანი სტანდარტული, ნახევარ ლუქსი და ლუქსები. სასტუმროს ყველა ნომერს გააჩნია: ცენტრალური გათბობა, სატელიტური ტელევიზია, აბაზანა, მინი ბარი, ტელეფონი, ინტერნეტი, თმის საშრობი. ასვე შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი მომსახურებით, როგორიცაა სამრეცხაო, ძიძის მომსახურება. სასტუმროს ასევე გააჩნია საკუთარი ავტოსადგომი.
სასტუმროში თქვენ ასევე დაგხვდებათ საკონფერენციო დარბაზი გათვლილი 25 ადამიანზე. სასტუმროს სახურავზე განთავსებულია ღია ვერანდა, ბარი, საიდანაც იშლება მთისა და ზღვის მშვენიერი ხედი, განსაკუთრებით ლამაზია ღამით, ლამპიონების შუქზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, გაჩირაღდნებული ბათუმის ქუჩები და მუდამ მოფუსფუსე ბათუმის პორტი.